აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 — რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში. არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 22 მარტს. ეს იყო რიგგარეშე არჩევნები რომლის დანიშვნაც მოჰყვა რაულ ჰაჯიმბას გადადგომას. 2020 წლის 13 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.[1][2][3] არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ასლან ბჟანიამ. არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდიდატი ხმა %
ასლან ბჟანია 53 741 58,92
ადგურ არძინბა 33 686 36,93
ლეონიდ ძაფშბა 2 114 2,32
არცერთი 1 666 1,83
გაბათილებული/გამოუყენებელი 3 092
ჯამი 94 299 100
დარეგისტრირებული ამომრჩეველი/აქტივობა 132 916 70.95
წყარო: Apsnypress დაარქივებული 2020-03-25 საიტზე Wayback Machine.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Explainer: what happened in Abkhazia and what’s next – between the president’s dismissal & new elections. JAM News (16 January 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2020.
  2. Joshua Kucera. (13 January 2020) Abkhazian leader resigns, new elections called. EurasiaNet. ციტირების თარიღი: 11 February 2020.
  3. David X. Noack. (15 January 2020) Krise und Rücktritt. junge Welt. ციტირების თარიღი: 11 February 2020.