შინაარსზე გადასვლა

აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები (1996)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 1996 წელს — სეპარატისტული, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 23 ნოემბერს (მეორე ტური — 7 დეკემბერს)[1]. ქართული მხარემ არჩევნების პარალელურად ჩაატარა აღნიშნული არჩევნების საწინააღმდეგო გამოკითხვა-პლებისციტი, რომელზე ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა საკუთარი პროტესტით იურიდიულად გააუქმა აღნიშნული არჩევნების მსვლელობაც და შედეგებიც.

საპარლამენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნების მიზანი იყო შეცვლილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტით[2].

არჩევნები გაიმართა ორ ტურად. კანდიდატებს გასასვლელად უნდა მოეგროვებინათ 50% მეტი ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნებოდა მეორე ტური. ამომრჩევლებს უნდა გადაეხაზათ ყველა, მათთვის სასურველის კანდიდატის გარდა[3]

თავდაპირველად, 35 სადეპუტატო მანდატისთვის კანდიდატთა რაოდენობა შეადგენდა 85, საიდანაც 3 ქართველი იყო[4], მაგრამ შემდგომ შეიცვალა და შემცირდა 78 კანდიდატამდე, სადაც უკვე 2 ქართველი მონაწილეობდა[5] ყველა კანდიდატი იყო დამოუკიდებელი.[6].

არჩევნების პირველ ტურში 35 დან 30 ადგილი იქნა დაკავებული. რომელშიც 19 აფხაზი, 4 რუსი, 3 სომეხი, 2 ქართელი, 1 ბერძენი და 1 ყაბარდოელი იყო[6]. ამომრჩეველთა ოდენობა 81 % შეადგინა.

გამოკითხვა-პლებისციტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეპარატისული მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 31 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით, არჩევნების დღეს დევნილ მოსახლეობაში ასევე დაინიშნა საერთო-სახალხო გამოკითვა-პლებისციტი[7]. ბრძანებულების მიხედვით აფხაზეთის ლტოლვილთა მოსახლეობის არჩევნების მიმართ აზრის გამოკითხვის მიზნით „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 მაისის კანონის საფუძველზე:

  1. 1996 წლის 23 ნოემბერს დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ და ლტოლვილ ამომრჩეველთა საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრა - პლებისციტი.
  2. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა პლებისციტში მონაწილეობა შეუძლიათ აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზეთის იმ ამომრჩევლებს, რომელთაც არ გააჩნიათ დევნილის ან ლტოლვილის სტატუსი და სურვილი აქვთ პლებისციტში გამოხატონ თავიანთი ნება.
  3. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილ იქნეს შემდეგი კითხვა: „მხარს უჭერთ თუ არა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატისტული რეჟიმის მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებამდე?“
  4. პლებისციტის მომზადება და ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
  5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) გამოყოს პლებისციტის ჩატარებისათვის საჭირო სახსრები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
  6. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა, ქალაქის მერებმა და რაიონების გამგეობებმა განახორციელონ ღონისძიებანი პლებისციტის ორგანიზებულად და კანონის მოთხოვნათა ზუსტი დაცვით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
  7. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

საზღვარგარეთ საარჩევნო ყუთები გაიხსნა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პოდოლსკში და სოჭში, კიევში, ტრაპიზონში, მინსკში, ერევანში, საბერძნეთსა და ისრაელში[3] საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან ლტოლვილთა 99% პროტესტს უცხადებს აფხაზეთში არჩევნების ჩატარებას მათ უკან დაბრუნებამდე[2][3].

1996 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ და ლტოლვილ ამომრჩეველთა პლებისციტის შემაჯამებელი ოქმი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ა. წ. 28 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამა 1996 წლის 23 ნოემბერს გამართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ და ლტოლვილ ამომრჩეველთა პლებისციტის შედეგები და „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ცნობის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა შემდეგი შედეგები[8]:

გამოკითხვა-პლებისციტის შედეგები ხმა %
იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებმაც ხმა მისცეს დადებითად 88 0.04
იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებმაც ხმა მისცა წინააღმდეგ 224 925 99.81
გაბათილებული/გამოუყენებელი 188
ჯამი 225 352 100
დარეგისტრირებული ამომრჩეველი/აქტივობა 239 451 94.11
წყარო: გაზ. „აფხაზეთის ხმა“, #17, 30 ნოემბერი, 1996 წელი
  1. Security Council extends mission in Georgia until 31 July United Nations Security Council, 30 January 1997
  2. 2.0 2.1 Abkhaz election offset by refugee referendum. The Jamestown Foundation (December 2006). ციტირების თარიღი: 4 July 2008.
  3. 3.0 3.1 3.2 The elections in Abkhazia and the prospects for peace. Parliamentary Human Rights Group (26 November 1996). ციტირების თარიღი: 4 July 2008.
  4. Razorenova, Marina (October 1996). „ГРУЗИЯ в сентябре-октябре 1996 года“. Institute for Humanities and Political Studies. ციტირების თარიღი: 4 August 2016.
  5. Abkhazia, Nagorno-Karabakh to Hold Elections Reuters, 21 November 1996
  6. 6.0 6.1 Abkhazia დაარქივებული 2019-12-16 საიტზე Wayback Machine. Freedom House
  7. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, #15, 6 ნოემბერი, 1996 წელი
  8. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, #17, 30 ნოემბერი, 1996 წელი