აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი (1999)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკონსტიტუციო რეფერენდუმი აფხაზეთის ტერიტორიაზე — გაიმართა 1999 წლის 3 ოქტომბერს, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად. რეფერენდუმის მიზანი იყო გაერკვიათ ემხრობოდა თუ არა მოსახლეობა 1994 წლის 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი კონსტიტუციის შექმნის შესახებ[1]. აღნიშნული რეფერენდუმის ჩატარება დაგმობილი იყო ქართული მხარის მიერ ისევე, როგორც ქართული მხარის მიერ ერთი თვის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმი დაგმობილი აფხაზეთის მხარის მიერ[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმს წინ უსწრებდა, იმ მოსახლეობის დიდი ოდენობით იძულებით გაძევება, რომლებიც წარმოადგენდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვიდრ მოსახლეობას. მოსახლეობას, რომელთაც ჰქონდათ თანაბარი უფლება მიეღოთ მონაწილეობა ტერიტორიაზე რეფერენდუმის გამართვა არ გამართვის თაობაზე.

1991 წლის რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობა, ეფუძნება რა აფხაზეთში ჩატარებულ 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ საკავშირო რეფერენდუმს (სსრკ-ს შენარჩუნების თაობაზე), აცხადებს რომ აღნიშნული რეფერენდუმი წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს მიმდინარე წლის რეფერენდუმისა.

ამომრჩეველთა უმრავლესობის საარჩევნო ტერიტორიიდან გაძევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია რომ, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

შესაბამისად, რეფერენდუმზე მონაწილეობა არ მიიღო საკმაოდ დიდმა ნაწილმა ამომრჩევლებისა.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1255[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის 30 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოზე დაგმობილი იყო 1999 წლის 3 ოქტომბრის მოსალოდნელი რეფერენდუმიც და მისი შედეგებიც. გადაწყვეტილება ერთხმად (15 ხმა არცერთის წინააღმდეგ) მიღებულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ:

  1. ჩინეთის დროშა ჩინეთი
  2. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
  3. რუსეთის დროშა რუსეთი
  4. დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
  5. აშშ-ის დროშა აშშ
  6. არგენტინის დროშა არგენტინა
  7. ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
  8. ბრაზილიის დროშა ბრაზილია
  9. კანადის დროშა კანადა
  10. გაბონის დროშა გაბონი
  11. გამბიის დროშა გამბია
  12. მალაიზიის დროშა მალაიზია
  13. ნამიბიის დროშა ნამიბია
  14. ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
  15. სლოვენიის დროშა სლოვენია

რეფერენდუმის შედეგები დათვლილი აფხაზური მხარის მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა რომ რეფერენდუმზე დაერეგისტრირებინათ მხოლოდ 219,534 ამომრჩეველი, ხოლო დევნილი მოსახლეობის აზრი, რომელიც ნათელი იყო მათ მიერ საპროტესტო აქციის შესაბამისად და შეადგენდა რამდენიმე ასეულ ათას ხმას არ გითვალისწინეს. შესაბამისად რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადდა რადაგნაც 219,534 ადამიანიდან გამოცხადდა 87.6%. თუ გავითვალისწინებთ ხმის უფლების მქონე იმ მოსახლეობის პოზიციასაც რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მივიღებთ რომ რეფერენდუმმა საკმარისი ხმა ვერ დააგროვა რომ ჩატარებულად გამოცხადებულიყო.

საბოლოოდ, აფხაზურის დათვლებით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო, დარეგისტრირებული ამომრჩევლების 87.6%-მა, რომლიდანაც 97.7%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2.3 უარი განაცხადა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართული ორიენტაციის მოსახლეობამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

არჩევანი ხმები % სულ დარეგისტრირებული
ამომრჩევლების % წილი
მომხრე 187,889 97.7 85.6
წინააღმდეგი 4,423 2.3 2.0
სულ 192,312 100 87.6
არ გამოცხადდა 27,222 12.4
სულ დარეგისტრირებული ამომრჩეველი 219,534 87.6 100

გაეროს უმაღლესი საბჭოს 1255 რეზოლუციის თანახმად, ჩატარებულ რეფერენდუმს არ ესწრებოდა გაეროს არცერთი სადამკვივებო კომისია და სრულად ჩატარდა მხოლოდ აფხაზური მხარის მიერ. რეფერენდუმის გამოცხადებული შედეგები არ იქნა აღიარებული საერთაშორისო არენაზე[3].

აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალევე, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 12 ოქტომბერს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilfried Marxer (2012) Direct Democracy and Minorities, Springer Science & Business Media, p69
  2. Georgia blasts plans for Abkhaz referendum Radio Free Europe / Radio Liberty, 1 September 1999
  3. Kohen, Marcelo G. (2006). Secessión: international law perspectives. Cambridge University Press, გვ. 117. ISBN 0-521-84928-4.