აფხაზეთის მოსახლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის მოსახლეობაზე ინფორმაცია სხვადასხვა დროს ჩატარებული მოსახლეობის აღწერების შედეგებს ეფუძნება. მის დემოგრაფიულ მახასიათებლებზე უდიდესი გავლენა იქონია აფხაზეთის ომმა და თანმხლებმა ეთნოწმენდამ ქართველების წინააღმდეგ.

სიდიდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ახლანდელი მოსახლეობის ზუსტი სიდიდე დაუდგენელია. დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით მისი რიცხვი 2003 წელს იყო 215,972, 2011 წელს კი – 240,705. მონაცემები არ არის სანდო ქართული მხარისათვის. საქსტატმა 2003 წელს ივარაუდა რომ რეგიონში 179 000 ადამიანი ცხოვრობდა, უკანასკნელად, 2005 წელს კი – 178 000. გაეროს განვითარების პროგრამა 1998 წელს 180 000-ისა და 220 000-ის შუალედში ვარაუდობდა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი 2006 წელს კი – 157 000-სა და190 000-ს შორის.[1][2]

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ეთნიკური ჯგუფების ზომები 1989 და 2003 წლებში

აფხაზეთი გამოირჩევა მრავალეროვნებით. მხარის უადრესი დემოგრაფიული სტატისტიკა 1886 წლის საოჯახო სიებშია, რომლის მიხედვითაც ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში ცხოვრობდა 68,773 ადამიანი, მათგან 4 166 ქართველი (3 558 მეგრელი), 28 323 აფხაზი, 30 640 „სამურზაყანოელო“, 2 149 ბერძენი, 1 090 სომეხი, 1 090 რუსი და 637 ესტონელი.

1897 წლის აღწერით აფხაზეთში 58 697 ადამიანისთვის იყო აფხაზური მშობლიური ენა, 23 810-ისათვის მეგრული, 1 971-ისათვის კი ქართული. სოხუმის ოკრუგის დაახ. 100 000-იანი მოსახლეობის 3,5%, 2% და 1,5%-ს შესაბამისად შეადგენდნენ ბერძნები, რუსები და სომხები. რუსეთის დროებითი მთავრობის 1917 წლის აღწერით რეგიონის სოფლის მაცხოვრებლებიდან 41,7% (54 760) ქართველი და 30,4% (39 915) აფხაზი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის კოდორის ბრძოლის შედეგად 2000-მა სვანმა დატოვა კოდორის ხეობა. 2013 წელს ჭუბერის თემის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ხეობაში სულ 20-მდე ქართველიღა ცხოვრობდა.[3]

აღწერის წელი ქართველები აფხაზები რუსები სომხები ბერძნები „სამურზაყანოელები“ სულ
1886 6.1 %
(4 166)[კ 1]
41.2 %
(28 323)
1.6 %
(1 090)
1.6%
(1 090)
3.1%
(2 149)
44.6%
(30 640)
68,773
1897 24.4%
(25 873)
55.3%
(58 697)
4.8%
(5 135)
6.2%
(6 552)
5.1%
(5 393)
106,179
1926 33.6%
(67 494)
27.3%
(55 918)
6.7%
(12 553)
12.8%
(25 677)
7.6%
(14 045)
201,016
1939 29.5%
(91 967)
18.0%
(56 197)
19.3%
(60 201)
15.9%
(49 705)
11.1%
(34 621)
311,885
1959 39.1%
(158 221)
15.1%
(61 193)
21.4%
(86 715)
15.9%
(64 425)
2.2%
(9 101)
404,738
1970 41.0%
(199 596)
15.9%
(77 276)
19.1%
(92 889)
15.4%
(74 850)
2.7%
(13 114)
486,959
1979 43.9%
(213 322)
17.1%
(83 087)
16.4%
(79 730)
15.1%
(73 350)
2.8%
(13 642)
486,082
1989 45.7%
(239 872)
17.8%
(93 267)
14.3%
(74 913)
14.6%
(76 541)
2.8%
(14 664)
525,061
2003 (?) 21.3%
(45 953)
43.8%
(94 606)
10.8%
(23 420)
20.8%
(44 870)
0.7%
(1 486)
215,972
2011 (?) 19.2%
(46 367)
50.7%
(122 069)
9.1%
(22 077)
17.4%
(41 864)
0.6%
(1 380)
240,705

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population Dynamics in Georgia (PDF). United Nations Population Fund. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2019
  2. აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები (PDF). საქინფორმი. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2019
  3. კოდორის ხეობა 5 წლის შემდეგ“, პირველი არხი. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი 2019. 

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „სამურზაყანოელების“ გარეშე