აფხაზები (საგვარეულო)
იერსახე
აფხაზები, აფხაზიშვილები ― ქართული თავადური საგვარეულო, შარვაშიძეების განშტოება.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზების წინაპარი, თავადი მანუჩარ შარვაშიძე, დაახლოებით 1632 წელს გადასახლდა აფხაზეთიდან კახეთში[1] (კერძოდ ― კარდენახში)[2]. ქართულ და სპარსულ სიგელ-გუჯრებში მოიხსენიებიან თავადებად.[1] ისინი ფლობდნენ კარდანახის სასახლეს. რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ კვლავ დაუმტკიცდათ თავადობა 1826 წლის 7 აპრილს.[1] გვარი რუსიფიცრებული იყო, როგორც „აბხაზოვი“ (რუს. Абхазов).[1] საგვარეულოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ნიკოლოზ და კოტე აფხაზები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Князья Абхази (Абхазовы) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 99-101.
- ზ. ანჩაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 689-690.