აფშერონის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფშერონის ყურე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი კასპიის ზღვა
ტიპი ყურე
გეოგრაფიული კოორდინატები 40°23′40″ ჩ. გ. 50°49′22″ ა. გ. / 40.39444° ჩ. გ. 50.82278° ა. გ. / 40.39444; 50.82278
მოცულობა 3.626.000 ათ. კმ³
კუნძული ჩილოვი, გუ, ფირალაჰი
მარილიანობა 13 

აფშერონის ყურე (აზერ. Abşeron körfəzi) — ყურე კასპიის ზღვაში, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის სანაპირო ზოლის შუა-აღმოსავლეთ ნაწილში.

აღმოსავლეთით მდებარეობს აფშერონის არქიპელაგის კუნძულები (იალის კუნძული, ქიჩიქ-თავა, ბოიუქ-თავა, ჩილოვი, გარაბათაგი), ხოლო დასავლეთით აფშერონის ნახევარკუნძული.

წყალი აფშერონის ყურეში უფრო მარილიანია, ვიდრე კასპიის ზღვაში საშუალოდ, რადგან მას არ ჩაედინება არცერთი მდინარე. ყურის ნეპირზე მდებარეობს დიუბენდის პორტი, რომელიც აფშერონის სრუტეში კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

მას შემდეგ, რაც 1944 წელს ააშენეს კაშხალი, ყურე ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ და სამხრეთ აფშერონის ყურედ.[1] ჩრდილოეთ ყურის ფართობი 24 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. საშუალო სიღრმე 3,4 მეტრს, ხოლო მაქსიმალური 11-12 მეტრს. წყლის საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 24-28 °C, ზამთარში 3-5 °C. სანაპიროს ყინვა იშვიათია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]