აფსნი აყაზარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„აფსნი აყაზარა“ („აფხაზეთის ხელოვნება“) — აფხაზურენოვანი დასურათებული ჟურნალი, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ორგანო. დაარსდა სოხუმში 1979 წელს თეატრის, მუსიკის, არქიტექტურის, მხატვრობისა და სხვა საკითხების გასაშუქებლად. პირველ ნომერში გამოქვეყნებული იყო პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვრის ა. შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]