აფროტროპიკის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფროტროპიკი

აფროტროპიკის ოლქი ან აფროტროპიკი (მოძვ. ეთიოპიის ოლქი) — დედამიწის რვა ყველაზე დიდი ბიოგეოგრაფიული ოლქიდან ერთ-ერთი. იგი მოიცავს აფრიკას საჰარიდან სამხრეთით, ასევე მადაგასკარს და სხვა კუნძულებს. დამახასიათებელია მეხეური ფორმები, მილკბილები (ანუ მიწის ღორები), ბეჰემოთები, შემპანზე, გორილა, ნაირგვარი ანტილოპები, ვეშაპთავა ყანჩები, ფრინველმდივნები, ლემურები, ტანრეკები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბ. ყურაშვილი, „უხერხემლოთა ზოოლოგია“, გვ. 28, თბ., 1973