აფროდიზიაკი
აფროდიზიაკები (ბერძ. Αφροδισιακά) — ნივთიერები, რომელნიც ასტიმულირებენ ან აძლიერებენ სქესობრივ ლტოლვას ან მოქმედებებს[1][2]. ეს მიიღწევა ან ფსიქიკური გზით, წარმოსახვაზე ზემოქმედებით, ან ფიზიკური საშუალებებით, მათრობელი სასმელებით და გამაღიზიანებლებით. უკანასკენლის სახეობის აფროდიზიაკებს მიეკუთვნებიან მძაფრი ნივთიერებები, რომლენიც კანტარიდინს შეიცავენ და შარდსადენი მილის ანთებას იწვევენ (ესპანური ბუზი, მაისის ხოჭო, diabolina). ამავე მიზნით ადრე მიირთმეოდა სანელებლები (ზაფრანა, კოჭა, დარიჩინი), ასევე მუშკი და სურნელოვანი ფისი. ყველა ეს ნივთიერება საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მძაფრი ნარკოტიკული ნივთიერებები[3].
აფროდიზიაკის ანტონიმია ანაფროდიზიაკი, რომელიც ხელს უშლის სექსუალური სიამოვნების მიღებას ან ახშობს ლტოლვას.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი აფროდიზიაკი მოდის სექსუალურობისა და სიყვარულის ძველბერძნულ ქალღმერთ აფროდიტესაგან.
პროდუქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში აფროდიზიაკებს ყველაზე განსხვავებულ ნივთიერებებს და პროდუქტებს მიაკუთვნებდნენ. ყველაზე ხშირად მათ მიაკუთვნებენ შემდეგებს:
- ავოკადო
- ანისული
- არტიშოკი
- ბანანი
- ვანილი
- სოკოები
- დურიანი
- ჟენშენი
- ქვირითი
- ილანგ-ილანგი
- კოჭი
- მოცვი
- კედრის თხილი
- მარწყვი
- ცხენის ხორცი
- ქოქოსი
- დარიჩინი
- კრევეტები
- ზღვის კომბოსტო
- ბოლოკი
- მანგო
- მარციპიანი
- მარულა
- თაფლი
- მიდია (მოლუსკი)
- ნუში
- მური (სურნელოვანი ფისი).
- სტაფილო
- ზღვის კამბალა
- მუშკი
- ზეთისხილის ზეთი
- ყვავილის მტვერი
- ხორბლის ღივი
- ნიახური
- არაჟანი
- სატაცური
- თირკმელა სოკო (ტრიუფელები)
ფერომონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერომონები, ან მასტიმულირებელი სუნები, აძლიერებენ ლტოლვას გრძნობის რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
პოპერსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკილნიტრიტები, უფრო ცნობილნი, როგორც პოპერსები გამოიყენებიან სექსუალურ პრაქტიკაში, სიამოვნების გაზრდის და გახანგრძლივებისთვის, ფართო გაგებით შეიძლება აღინიშნოს, როგორც აფროდიზიაკი.
როგორ მოქმედებენ აფროდიზიაკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფროდიზიაკების უმრავლესობას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და მრავალ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შეიცავს ნივთიერებებს, რომელნიც ადამიანში სასქესო ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს. ზოგი პროდუქტი უფრო მარტივად მოქმედებს — ზრდიან რა სასქესო ორგანოების მგრძნობელობას, მათში სისხლმიმოქცევის გაზრდით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფროდიზიაკები // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.), 1890—1907.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Shorter Oxford English Dictionary (6th რედ.), Oxford University Press, 2007, ISBN 978-0-19-920687-2
- ↑ Definition at thefreedictionary.com
- ↑ Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, ЭСБЕ. Россия, Санкт-Петербург, 1890—1907