აფრიკულ-ამერიკული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფრიკულ-ამერიკული სამზარეულო, აფროამერიკული სამზარეულო ("soul food" - ინგლ. სულის საკცები) - აფრიკელ-ამერიკელთა ტრადიციული ეთნიკური სამზარეულო. წარმოიშვა აშშ-ს სამხრეთ შტატებში [1], სადაც აფრიკელი მონების პოპულაცია ყველაზე დიდი იყო. ახლა ის სამხრეთ შტატებთან ასოცირდება და მათი კულტურის ნაწილია, რომელმაც თანდათან დაკარგა ეთნიკური მნიშვნელობა [2] დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine. . აფრიკულ-ამერიკული სამზარეულო გაჩნდა დასავლეთი აფრიკიდან ამერიკაში პლანტაციებზე სამუშაოდ ჩამოყვანილი მონების და ამერიკული ტრადიციული სამზარეულოს შერწყმის შედეგად - მონები აფრიკულ კერძებს ამერიკაში გავრცელებული ინგრედიენტებით ამზადებდნენ. აღინიშნება ასევე ევროპული და მკვიდრი ამერიკელების გავლენა, სახელწოდება "Soul food" გაჩნდა 1960-იან წლებში, შავკანიანების უფლებების დაცვის მოძრაობის პოპულარობის დროს - იმ დროს სიტყვა "Soul" ხშირად იყენებოდა აფროამერიკული კულტურის მიმართებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავს მოვლენას ადგილი ჰქონდა ამერიკის აღმოჩენამდეც, როდესაც სავაჭრო გზების გაყვანის შედეგად ირწყმეოდა აფრიკის და ევროპის სამზარეულო [3] დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine. . აფრიკულ-ამერიკული სამზარეულოს დამახასიათებელი კერძების წარმოშობა ხშირად შედეგი იყო იმის, თუ რა ინგრედიენტებს და რა რაოდენობით აძლევდნენ მონებს მფლობელები. უპირატესობა ენიჭებოდა საკვებს დიდი კალორიულობით, რის გამოც საკვები ჩვეულებრივად იწვებოდა ან პურით იფარებოდა. მონის ჩვეულებრივ რაციონში შედიოდა ცოტაოდენი ღორის ხორცი და პური, მათ ასევე ჩვეულებრივად არ ეკრძალებოდათ ქათმის მოყვანა. აღინიშნებოდა, რომ შავკანიანი მონების შორის პოპულარული იყო სხვადასხვა სუნელი და ტკბილი კარტოფილი [4].

ტერმინი "Soul food"-ის ერთ-ერთი პირველი წერილობითი 1965 წელს გვხვდება - იმ დროს, როდესაც ყალიბდებოდა შავკანიანი მოსახლეობის კულტურული თვითცნობიერება. მისი ნაწილი მათი სამზარეილოც გახდა. შავკანიანების ჩრდილოეთის შტატებში მიგრაციისას ნაცნობი კერძები მათთვის ნუგეშის წყაროდ იქცა და მათი სამზარეულო გარკვეილწილად ჩრდილოეთშიც გავრცელდა. აფრიკულ-ამერიკული სამზარეულოს რესტორნები, რომლებსაც ისინი თვითონ ფლობდნენ, ხშირად აფროამერიკული მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ის ასევე დღესასწაულების, შობის, მადლიერების დღის და პანაშვიდების ტრადიციულ საკვებად იქცა როგორც შავკანიანი, ასევე თეთრკანიანი ამერიკელებისთვის.

მკვიდრი ამერიკელების გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვიდრი ამერიკელების გავლენა აღინიშნება სიმინდის გამოყენებაში, რომელიც სამხრეთი აშშ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებისთვის ძირითადი საკვები იყო. ზოგიერთი ხილის და ასევე კენკრის გამოყენებაც მკვიდრი ტომების გავლენის შედეგად ითვლება. აღსანიშნავია ასევე ტომების ხორცის გამოყენების ტრადიციის - ნადირის მთლიანი სხეულის გამოყენების გავრცელება. ეს უკავშირდება ასევე შავკანიანი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.

საფრთხე ჯანმრთელობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფროამერიკული სამზარეულოს პოპულარიზაციასთანავე ის კრიტიკასაც დაექვემდებარა. ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ითვლება მისი დიდი კალორიულობა, დიდი რაოდენობით ცხიმი და ქოლესტერინი. ზოგი აკრიტიკებს მისი იაფი და უხარისხო ინგრედიენტების გამოყენების ტრადიციას. ამ აზრს ემხრობა ბევრი ცნობილი პირიც. [5] იყო კერძების გაჯანსაღების მცდელობვბიც, მაგრამ შედეგად ისინი კარგაცენ გემოს და აუთენტურ ეთნიკურ ბუნებას. მეოცე საუკუნეში, როდესაც შეიცვალა წარმოდგენა საკვების სიჯანსაღეზე, დაეცა აფროამერიკული კერძების პოპულარობა როგორც ყოველდღიური საკცების.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა კერძების მომზადებაში ხშირად გამოყენებადი სუნელები და ბოსტნეული, მაგ. მწვანე ლობიო და გვირილა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]