აფრიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები


აფრიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის აფრიკული ხელოვნების მუზეუმი. მდებარეობს აშშ-ში, ვაშინგტონში. მუზეუმში დაცულია ტრადიციული და თანამედროვე აფრიკული ხელოვნების 9 000 ნამუშევარი როგორს სუბ-საჰარული, ისე ჩრდილოაფრიკული ქვეყნებიდან, 300 000 გამოსახულება და 50 000 საბიბლიოთეკო ტომი. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში აფრიკული ხელოვნებისადმი მიძღვნილი პირველი ინსტიტუტია, რომელიც დღემდე უდიდეს კოლექციას ინახავს. The Washington Post-მა მუზეუმი საერთაშორისო ხელოვნების საყრდენად და აშშ-ში თანამედროვე აფრიკული ხელოვნების მთავარ ადგილად მოიხსენია.

მუზეუმი 1964 წელს დაარსდა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამსახურს ოფიცრის, უორენ მ. რობინსის მიერ, ვინც გერმანიაში აფრიკული ხელოვნების ნიმუშები და აშშ-ში კაპიტოლიუმის ბორცვზე რამდენიმე სახლი შეიძინა, სადაც კოლექციები გამოფინა. კოლექცია ფოკუსირებულია ტრადიციულ აფრიკულ ხელოვნებაზე და აფრიკული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. დამფუძნებელი აშშ-ის კონგრესთან მუზეუმის სმითსონის ინსტიტუტის ზედამხედველობის ქვეშ ლობირებდა. 1979 წელს მუზეუმი სმითსონის ინსტიტუტს შეუერთდა და ორი წლის შემდეგ აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ეწოდა. ახალი, მეტწილად მიწისქვეშა სამუზეუმო შენობა 1987 წელს აიგო და სმითსონის ყველაზე პატარა მუზეუმებს შორისაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის თავდაპირველი მდებარეობა კაპიტოლიუმის ბორცვზე

1950-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამსახურის ოფიცერი, უორენ მ. რობინსი გერმანიაში ანტიკვარიატის მაღაზიებში აფრიკულ ფიგურებს, ნიღბებს, წიგნებსა და ტექსტილს აგროვებდა. 1960 წელს ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ მან კაპიტოლიუმის ბორცვზე სახლი შეიძინა და მისი კოლექცია გამოფინა. სამუზეუმო, ხელოვნების ან დაფინანსების გამოცდილების უქონლობის მიუხედავად, რობინსს სწამდა, რომ კოლექციას რასათა შორისი სამოქალაქო უფლებებისა და აფრიკული კულტურული მემკვიდრეობისადმი ეროვნული პატივისცემის გაუმჯობესება შეეძლო. 1963 წლის შემდეგ რობინსმა კაპიტოლიუმის ბორცვის სახლს მიმდებარე სახლებიც შემატა, მათ შორის, აბოლიციონისტ ფრედერიკ დაგლასის ყოფილი სახლიც. საბოლოოდ, კოლექცია 9 სახლსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობის გვერდით, სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსდა.[1]

მუზეუმი ოფიციალურად 1964 წელს დაარსდა, როგორც აფრიკული ხელოვნების მუზეუმი.[2][3] რობინსის ძალისხმევით, მუზეუმი ტრადიციულ აფრიკულ ხელოვნებასა და აფრიკული კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო ფუნქციაზე იყო ორიენტირებული. იგი ამერიკული რასობრივი პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენდა, რომლებიც აფრიკული კულტურისადმი ამერიკული აღქმის შეცვლას ცდილობდნენ.[4] რობინსი მუზეუმს შემდეგნაირად მოიხსენიებდა: „საგანმანათლებლო დეპარტამენტი მიმაგრებული მუზეუმით“.[5] 1976 წლისთვის აფრიკული ხელოვნების მუზეუმში 20 ადამიანი მუშაობდა, ხოლო კოლექციაში 6 000 ობიექტი შედიოდა. რობინსი პირველად ეწვია აფრიკას.

სილვია უილიამსი - მუზეუმის დირექტორი 1983-1996 წლებში

რობინსი აშშ-ის კონგრესთან მუზეუმის ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში შეტანისთვის ლობირებდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მისი გეგმა 1978 წელს მიიღო. რობინსს ჯონ ბრეიდმასი, ლინდი ბოგსი, რონ დელამსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჰუბერტ ჰამფრი უჭერდნენ მხარს.[1] მომდევნო წელს სმითსონის ინსტიტუტის დირექტორებმა მუზეუმი თავიანთ დაქვემდებარებაში გადაიყვანეს[2] და კოლექციების შესაბამის მუზეუმში გადატანა დაიწყეს.[6] 1981 წელს მუზეუმს სახელი გადაერქვა და აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ეწოდა.[7]

1983 წელს მუზეუმის დირექტორი სილვია უილიამსი გახდა. იმავე წელს მუზეუმი National Mall-ის ერთ-ერთ შენობაში გადაიტანეს. კომპლექსი მეტწილად მიწის ქვეშ იყო აშენებული და საგამოფენო სივრცეც გაიზარდა. დროთა განმავლობაში ტრადიციული სუბ-საჰარული ქვეყნების ექსპონატების გარდა, მუზეუმის კოლექციებში თანამედროვე აფრიკული ხელოვნებისა და ჩრდილოაფრიკელია არაბების ნიმუშებიც შევიდა. მუზეუმის დამფუძნებელი ამ მიმართულებას აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ ინსტიტუტი მის საზოგადოებრივ როლს უარყოფდა.[8]

1996 წელს უილიამსის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმის კურატორი როზალინ უოლკერი დირექტორი გახდა, რომელსაც თანამდებობდა 2002 წლამდე ეკავა.[8][9] უოლკერმა წინამორბედების მიმართულება გააგრძელა და მუზეუმს თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაამატა.[10] მანვე შექმნა განვითარების ოფისი, რომელმაც 2000-იან წლებში მუზეუმის პავილიონისთვის საჭირო ფინანსები მოიძია. 2003-2008 წლებში მუზეუმის დირექტორი ობერლინის კოლეჯის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი, შერონ პატონი იყო.[11][10]

სპეციალისტი ექსპონატს გამოფენისთვის ამზადებს, 1987 წელი

2009 წელს მუზეუმის დირექტორი სპელმანისა და ბენეტის კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტი და ანთროპოლოგი, იონეტა კოული გახდა. იგი 2017 წელს გადადგა.[12] მომდევნო წლის თებერვალში დირექტორის პოსტი გას კეისლი-ჰეიფორდმა დაიკავა.[13]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი პირველი ინსტიტუტი იყო, რომელიც აშშ-ში აფრიკულ ხელოვნებას მიეძღვნა (მეორე 1984 წელს შექმნილი აფრიკული ხელოვნების ცენტრი, დღევანდელი აფრიკული ცენტრი იყო).[14] 2008 წლისთვის ეროვნულ მუზეუმში 9 000 ექსპონატი და 300 000 გამოსახულება ინახებოდა. ექსპონატებს შორისაა XV საუკუნის ნიღბებიდან და ქანდაკებებიდან დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. ფოტოებს შორის მნიშვნელოვანია ფოტოჟურნალისტების, ელიოტ ელისოფონისა და კონსტანს სტიუარტ ლარაბის კოლექციები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Molotsky, Irvin (სექტემბერი 2, 1987). „African Art, by Way of Germany“. The New York Times. ISSN 0362-4331.
  2. 2.0 2.1 Gamarekian, Barbara (ივნისი 21, 1983). „Art Museum to Bid the Hill Adieu“. The New York Times. ISSN 0362-4331.
  3. Warren M. Robbins (1923–2008). Artforum (2008-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-02
  4. Major Collection of African Art Goes to Smithsonian. Artforum (2005-09-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-06
  5. Freyer, Bryna M. (1991). „The National Museum of African Art: A Curator's View“. pp. 56–62. OCLC 24104270.
  6. Brenson, Michael (სექტემბერი 8, 1987). „Beneath Smithsonian, Debut for 2 Museums“. The New York Times. ISSN 0362-4331.
  7. Povey, John F., ed. (1987). „The National Museum of African Art: Opening September 1987“. African Arts. 20 (4): 28–37. doi:10.2307/3336631. ISSN 0001-9933. JSTOR 3336631.
  8. 8.0 8.1 „Africa Museum Director“. The New York Times. იანვარი 18, 1997. ISSN 0362-4331.
  9. Trescott, Jacqueline (იანვარი 16, 1997). „African Art Curator to Head Museum; Roslyn Walker Pledges To Broaden Scope, Outreach“. The Washington Post. ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 9, 2016. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2021 – წარმოდგენილია HighBeam Research-ის მიერ.
  10. 10.0 10.1 Trescott, Jacqueline (მაისი 17, 2008). „African Art Museum to Lose Director; Patton Joins Long List of Smithsonian Departures“. The Washington Post. ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2017. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2021 – წარმოდგენილია HighBeam Research-ის მიერ.
  11. Trescott, Jacqueline (იანვარი 15, 2003). „Smithsonian Names Sharon Patton to Lead African Art Museum“. The Washington Post. ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2017. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2021 – წარმოდგენილია HighBeam Research-ის მიერ.
  12. McGlone, Peggy (დეკემბერი 14, 2016). „African Art Museum Director Cole will retire in March“. The Washington Post. ISSN 0190-8286.
  13. McGlone, Peggy. Smithsonian hires British curator and filmmaker to head African Art Museum. The Washington Post (2017-09-27). ციტირების თარიღი: 2017-09-27
  14. Reif, Rita (თებერვალი 7, 1993). „For African Art Treasures, a Place to Spread Out“. The New York Times. ISSN 0362-4331.