აფრიკა (ქალღმერთი)
აფრიკა (სიუხვისა და ნაყოფიერების ქალღმერთი) | |
---|---|
![]() აფრიკა (მარჯვნივ) დედოფალ დიდოსთან (შუაში) და „ეთიოპელ“ ქალთან ერთად (მარცხნივ), რომაული ფრესკა პომპეიდან, ახ. წ. 79-მდე. | |
მითოლოგია: | რომაული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | აფრიკა |
გამოსახულებები |


ქალღმერთი აფრიკა, ლათინურად Dea Africa — აფრიკის გაპიროვნება რომაელების მიერ, ახალი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში.[2][3] იყო ერთ-ერთი ნაყოფიერებისა და სიუხვის ღვთაება ჩრდილოეთ აფრიკაში, ეთაყვანებოდა იფრის ტომი. იკონოგრაფიაში ჩვეულებრივ გამოისახებოდა სპილოს ნიღბის თავსაბურავით. მის სიმბოლიკაში ითვლებოდა სიუხვის რქა და ლომი.[4]
რომაელებისთვის „აფრიკა“ მხოლოდ თავიანთ იმპერიულ პროვინციას წარმოადგენდა, რომელიც დაახლოებით თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირს, ტუნისს და ლიბიის სანაპიროებს უტოლდებოდა,[5] და ამის გამო ქალღმერთს სუბსაჰარის მახასიათებლებს არ აწერდნენ. ის ბერბერად მიიჩნეოდა,[6][2] განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რენესანსის პერიოდში პოპულარობა მოიპოვა, როგორც ერთადერთმა აფრიკის გაპიროვნებამ, რომელსაც ღვთაებრივი პრეტენზიები არ გააჩნდა.[7][8]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფრი ლათინური სახელი იყო, რომელიც მაშინდელი ჩრდილოეთ აფრიკის, მდინარე ნილოსის დასავლეთით მცხოვრებთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა, და ყველაზე ფართო გაგებით ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით მდებარე ყველა მიწებს, ანუ ანტიკურ ლიბიას მოიცავდა.[9] როგორც ჩანს, ეს სახელი თავდაპირველად მოიხსენიებდა ადგილობრივ ლიბიურ ტომს, რომელიც თანამედროვე ბერბერების წინაპარი უნდა ყოფილიყო.[10]
აფრიკა ასევე ცნობილია ბერბერული სიტყვიდან ifri (მრავლობითში - ifran) რაც „გამოქვაბულს“[11] აღნიშნავდა. იგივე სიტყვა[11] შეიძლება მოიძებნოს ბანუ იფრანის (Banu Ifran), ალჟირიული და ტრიპოლიტანიური ტომის, სახელში, რომელიც წარმოშობით იაფრანიდან (ასევე ცნობილი როგორც იფრანი) ჩრდილო-დასავლეთ ლიბიიდან იყო.[12]
რომაული გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ის რომაულ აფრიკაში ზოგიერთ მონეტაზე, მოჩუქურთმებულ ქვასა და მოზაიკაზე გვხვდება. რომაული აფრიკის ამსახველი მოზაიკა გვხვდება ტუნისის ელ-ჯემის მუზეუმში.[1][13][14] ალჟირში, ტიმგარდში აღმოჩენილ საკურთხეველში შეგვიძლია ვიხილოთ ქალღმერთ აფრიკის იკონოგრაფიაც.[15]
ის იყო ერთ-ერთი „პროვინციების გაპიროვნებებიდან“, როგორებიც იყვნენ ბრიტანია, ისპანია, მაკედონია და ბერძნულენოვანი პროვინციები. აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია და შესაძლოა წარმოიშვა პომპეუს დიდის ძვ. წ. 80 წელს, აფრიკული ტრიუმფის შედეგად. შემორჩენილია ზოგიერთი მონეტა, რომლებზეც პომპეუსი და აფრიკა არიან გამოსახულნი.[16]
სპილოს თავსაბურავი პირველად ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებიან მონეტებზე ჩნდება, რომლებიც მის მიერ ინდოეთის დაპყრობის აღსანიშნავად დაიბეჭდა. სურათი მოგვიანებით აგათოკლე სირაკუზელის მონეტებზე გადაიტანეს, დაახლოებით ძვ. წ. 304 წელს, როდესაც მან აფრიკაში გაილაშქრა.[17] ის გვხვდება ნუმიდიას სამეფოში, მეფე იბარასის ვალუტაზეც, რომელიც პომპეუსმა ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაამარცხა, და სავარაუდოდ მონეტის სტილიც გადაიღო.[16]
ქალღმერთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაელებისთვის განსხვავება ქალღმერთების იმ ორ კატეგორიას შორის, რომელთაგან ერთნი მხოლოდ გაპიროვნებებს წარმოადგენდნენ, ხოლო მეორენი თაყვანისცემასა და მსხვერპლს იმსახურებდნენ, მეტად დაუზუსტებელი იყო, და აფრიკა სავარაუდოდ ამ ორს შორის ზღვარად მიიჩნეოდა. ის ნამდვილად არ იყო მნიშვნელოვანი ღვთაება, მაგრამ დროგამოშვებით, შესაძლოა შესაწირავიც ჰქონოდა და მიმდევრებიც ჰყოლოდა.
პლინიუს უფროსმა თავის წიგნში „ბუნებრივი ისტორია“, დაწერა - „in Africa nemo destinat aliquid nisi praefatus Africam“, რომელსაც მკვლევარები თარგმნიან, როგორც - „აფრიკაში არავინ არაფერს აკეთებს სანამ ჯერ ქალღმერთ აფრიკას არ სთხოვს შეწევნას.“[18] ეს ქალღმერთის არსებობისა და მნიშვნელობის უტყუარ ლიტერატურულ მტკიცებულებად მიიჩნევა. სხვა მწერლებს აფრიკის მდედრობითი გაპიროვნება „დეას“ ან „ქალღმერთის“ სახელით ჰყავთ ნახსენები.[19]
თუმცა, მარიცმა ეჭვქვეშ დააყენა, იყო თუ არა გაპიროვნებული აფრიკა რომაელებისთვის ან ნებისმიერი სხვა ხალხისათვის „დეა“, ან ქალღმერთი. „დეა აფრიკის“ სპილოს ნიღბიანი იკონოგრაფიული გამოსახულებები მხოლოდ რომაულ აფრიკის გამოსახულებას წარმოადგენდა - აცხადებს მარიცი. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ არც პლინიუსს და არც რომელიმე მწერალს არ ჩაუწერია ის როგორც „დეა აფრიკა", საპირისპიროდ იმისა, რომ სხვა რომაული ქალღმერთები „დეას“ პრეფიქსს ტექსტების უმრავლესობაში ატარებდნენ. რომაელებს უკვე ჰყავდათ ნაყოფიერებისა და სიუხვის ქალღმერთები, ამატებს მარიცი, და არანაირი საჭიროება არ იყო, მათთვის კონკურენტი ფიგურა მიეჩინათ.[20]
პოპულარობა რენესანსის ეპოქაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენესანსის ეპოქაში აფრიკამ, სხვა რეგიონების, ქვეყნებისა და პროვინციების გაპიროვნებებთან ერთად, ახალი პოპულარობა ჰპოვა, და XVII საუკუნის გამოსახულებებში ძირითადად მუქი კანით, ხვეული თმითა და ფართო ცხვირით (ამავდროულად ჩვეული რომაული ატრიბუტებით) იხატებოდა.[21] ის იყო ოთხი კონტინენტის გაპიროვნების აუცილებელი შემადგენელი, რომლებიც მრავალ სხვადასხვა სახის მედიაში (ქანდაკებაში, მინიატურაში, ფერწერაში, ა.შ.) გვხვდებოდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Paul Corbier, Marc Griesheimer, L’Afrique romaine 146 av. J.-C.- 439 ap. J.-C. (Ellipses, Paris, 2005)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Gifty Ako-Adounvo (1999), Studies in the Iconography of Blacks in Roman Art, Ph.D. Thesis awarded by McMaster University, Thesis Advisor: Katherine Dunbabin, page 82
- ↑ 2.0 2.1 Takruri, Akan (2017-02-12). 100 African religions before slavery & colonization (en). Lulu.com. ISBN 978-1-365-75245-2.
- ↑ (1902) African Affairs: Journal of the Royal African Society (en).
- ↑ Paul Lachlan MacKendrick (2000). The North African Stones Speak. University of North Carolina Press, გვ. 236. ISBN 978-0-8078-4942-2.
- ↑ Vycichl, W. (1985-11-01). „Africa“. Encyclopédie berbère (ფრანგული) (2): 216–217. doi:10.4000/encyclopedieberbere.888. ISSN 1015-7344.
- ↑ Corbier, Paul; Griesheimer, Marc (2005) L'Afrique romaine: 146 av. J.-C. - 439 ap. J.-C, Le monde, une histoire Mondes anciens. Paris: Ellipses. ISBN 978-2-7298-2441-9.
- ↑ Maritz, J. A. (January 2002). „From Pompey to Plymouth: the personification of Africa in the art of Europe“. Scholia. 11 (1): 65–79.
- ↑ Montone, Francesco (2013-09-11). „AFRICA IN THE ROMAN IMAGINATION. THE PERSONIFICATION OF THE GODDESS AFRICA IN THE PANEGYRIC ON MAIORIANUS BY SIDONIUS APOLLINARIS (CARM. 5, 53-350)“. Proceedings of the Annual Meeting of Postgraduates in Ancient Literature (Ceased Publication 2015) (ინგლისური).
- ↑ Lewis, Charlton T.; Short, Charles (1879). „Afer“. A Latin Dictionary. Oxford: Clarendon Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2016. ციტირების თარიღი: 20 September 2015.
- ↑ Vycichl, W. (1985-11-01). „Africa“. Encyclopédie berbère (ფრანგული) (2): 216–217. doi:10.4000/encyclopedieberbere.888. ISSN 1015-7344.
- ↑ 11.0 11.1 Babington Michell, Geo (1903). „The Berbers“. Journal of the Royal African Society. 2 (6): 161–194. doi:10.1093/oxfordjournals.afraf.a093193. JSTOR 714549. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 December 2020. ციტირების თარიღი: 30 August 2020.
- ↑ Edward Lipinski, Itineraria Phoenicia დაარქივებული 16 January 2016 საიტზე Wayback Machine. , Peeters Publishers, 2004, p. 200. ISBN 90-429-1344-4
- ↑ Parrish, David (2015). „The mosaics of El Jem“. Journal of Roman Archaeology. 12: 777–781. doi:10.1017/S1047759400018663. ISSN 1047-7594.
- ↑ Robert A. Wild (1981). Water in the Cultic Worship of Isis and Sarapis. Brill Archive, გვ. 186–187. ISBN 90-04-06331-5.
- ↑ (2006) L' Africa romana: Atti del XVI convegno di studio, Rabat, 15-19 dicembre 2004. dell'Universita degli Studi di Sassari, გვ. 1423, 1448. ISBN 978-88-430-3990-6.
- ↑ 16.0 16.1 Ostenberg, Ida (2009). Staging the World: Spoils, Captives, and Representations in the Roman Triumphal Procession. Oxford University Press, გვ. 222–223 with footnote 138. ISBN 978-0-19-921597-3.
- ↑ de Lisle, Christopher (2021) Agathokles of Syracuse : Sicilian Tyrant and Hellenistic King, First, Oxford: Oxford University Press, გვ. 128–130. ISBN 9780191894343.
- ↑ J. A. Maritz (2006), "Dea Africa: Examining the Evidence", Scholia: Studies in Classical Antiquity, Volume 15, page 102
- ↑ Levy, Harry L. (1958). „Themes of Encomium and Invective in Claudian“. Transactions and Proceedings of the American Philological Association. 89: 336–347. doi:10.2307/283685. ISSN 0065-9711. JSTOR 283685.
- ↑ J. A. Maritz (2006), "Dea Africa: Examining the Evidence", Scholia: Studies in Classical Antiquity, Volume 15, pages 102-121
- ↑ Spicer, Joaneath (2016) „The Personification of Africa with an Elephant-head Crest in Cesare Ripa’s Iconologia“, Personification. Brill Academic, გვ. 675–715. DOI:10.1163/9789004310438_026. ISBN 9789004310438.