აფრა სარაჩოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Icon delete yellow.svg ეს ეს სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად.
მიზეზების გაგება და განხილვაში მონაწილეობა შეგიძლიათ განხილვის გვერდზე.

განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან.


სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წაშლის კანდიდატი/გაფრთხილება|აფრა სარაჩოღლუ|თარგის ჩასმის მიზეზეი: {{{მიზეზი}}}}}


ეს სტატია ნომინირებულია წაშლის კანდიდატად 27 დღის წინ და შეიძლება შეესაბამება სწრაფი წაშლის კრიტერიუმებს


თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:წაშლის კანდიდატი}}
თარგის ჩასმის მიზეზეი: {{{მიზეზი}}}

აფრა სარაჩოღლუ
მშობლიური სახელი Afra Saraçoğlu
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1997 (1997-12-02) (23 წლის)
სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პროფესია მოდელი
მსახიობი
აქტიური 2016
სიმაღლე 168 სმ.

აფრა სარაჩოღლუ (დ. 2 დეკემბერი, 1997) — თურქი მსახიობი, მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, მისი ოჯახი თურქეთში მცხოვრები ემიგრანტები არიან სალონიკიდან და კრეტადან. აფრამ დაწყებითი და საშუალო სკოლა დაამთავრა ანტალიაში. აფრა სარაჩოღლუმ სწავლა დაიწყო ესკიმჰირის უნივერსიტეტში, ლიტერატურის ფაკულტეტზე და 2016 წელს, მან შეწყვიტა სწავლა, რადგან სამსახიობო კარიერა დაეწყო და ეთამაშა პირველად თურქულ ფილმში "Ikinci Sans".

ახალგაზრდა თურქი მსახიობი, აფრა სარაჩოღლუ, რომელიც მაყურებლისთვის ცნობადი და ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა პოპულარული სერიალში - „ქალბატონის ქალიშვილები / Afra Saraçoglu“ - „ეჯეს“ როლის შესრულებით, სტამბოლში დაიბადა.

პირველი როლი, რომელზეც აფრა ბავშვობიდანვე ოცნებობდა, გოგონამ აღნიშნულ ფილმში (ქალიშვილის სახით - ჩიჩექი) ცნობილი ვარსკვლავების: ნურგულ იეშილჩაისა და ოზჯან დენიზთან ერთად შეასრულა 2016 წელს.

2017 წელს, მსახიობი ასევე, გადაიღეს მეორე მხატვრულ ფილმში „ცუდი ბიჭი“, სადაც ის თოლგა სარითაშთან ერთად თამაშობს. აქ, მან ქაილას როლი შეასრულა.

ეს ორი ფილმი, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ აფრა 2017 წელს გრანდიოზულ სატელევიზიო პროექტში „ქალბატონის ქალიშვილები“ - ფაზილეთის უმცროსი ქალიშვილის, ეჯეს როლზე დაემტკიცებინათ. აფრამ სერიალში დიდებულად შეასრულა მხიარული გოგონას როლი, რომელსაც თანატოლებთან ურთიერთობა უყვარს.

მალე, აფრა სარაჩოღლუს ირგვლივ, დიდი დავიდარაბა ატყდა - სამოდელო სააგენტოსა და ტელეკომპანიებს შორის. სამოდელო სააგენტომ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და კომპენსაციის სახით აფრა სარაჩოღლუსგან 53 000 ლირას მოითხოვდა სააგენტოს მორალური ზარალის გამო, რაც 5 წლიანი კონტრაქტის დარღვევაში გამოიხატებოდა.

აღნიშნულ საქმეზე დღესაც მიმდინარეობს პროცესები.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას თურქეთში აქტიურად ადარებენ ადრიანა ლიმას. აფრა ამას მიჩვეულიც არის და ინტერვიუებში ხშირად ამბობს რომ ეს ძალიან არ მოსწონს, სულაც არ სურს, რომ ვინმეს ჰგავდეს და სურს, რომ თავისი ინდივიდუალობა დაანახოს ყველას.

აფრა სპორტული მწარმოებლის Hummel-ის სახეა, მასთანე რთად ამ კომპანიის მთავარი სახეა ალიპ ნავრუზი.

რაც შეეხება მსახიობის პირადს: აფრა სარაჩოღლუ, ცხოვრებაში სიცოცხლით სავსე აქტიური გოგონაა. მას ბევრი მეგობარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. მაგრამ, მის სასიყვარულო ურთიერთობებზე, ჯერჯერობით - არაფერია ცნობილი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრა სარაჩოღლუ ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს. ამ დღიდან, აფრა მხოლოდ დედასთან იზრდებოდა ანტალიაში. მას მამა პრაქტიკულად არც კი უნახავს, თუ არ ჩავთვლით 9 წლის ასაკში, ხანმოკლე დროით შეხვედრას. აფრამ საბოლოოდ ამოშალა მამამისი თავისი ცხოვრებიდან.

აფრა გაზარდა დედამ.

აფრა სარაჩოღულუმ, რათა დედისთვის დახმარება გაეწია 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ დედამისმა ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს სამოდელო ბიზნესში თავისი მოზარდი გოგონას მონაწილეობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]