შინაარსზე გადასვლა

აფრა ბენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრა ბენი
ინგლ. Aphra Behn
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1640(1640-07-10)[1] [2]
დაბადების ადგილი Canterbury, ინგლისის სამეფო[3]
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1689(1689-04-16)[4] [5] [6] [7] [1] [8] [9] [10] [2] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, ინგლისის სამეფო[9] [3]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო
ფსევდონიმი Astrea[11]
საქმიანობა დრამატურგი[12] , მთარგმნელი, პოეტი[13] , მწერალი[14] [12] , რომანისტი[11] და ქალთა უფლებების დამცველი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ჟანრი ეპისტოლარული ლიტერატურა და romance
Magnum opus Oroonoko, The Forc'd Marriage, The Dutch Lover, Abdelazer, The Town Fop or, Sir Timothy Tawdry, The Rover, The Feign'd Curtizans, The City Heiress, The Luckey Chance, The Emperor of the Moon, The Widow Ranter, or, the History of Bacon in Virginia, The Younger Brother, or, The Amorous Jilt, The Fair Jilt, Agnes de Castro, or, the Force of Generous Love, Love-Letters Between a Nobleman and His Sister და The History of the Nun
პარტნიორ(ებ)ი William Scott[15]

აფრა ბენი (ინგლ. Aphra Behn ; 1640 წლის 10 ივლისი1689 წლის 16 აპრილი ) — ინგლისელი რომანისტი და დრამატურგი, მთარგმნელი. რესტავრაციის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ავტორი. პირველ პროფესიონალი მწერალი ქალი ინგლისის ისტორიაში, რომელიც თავს საკუთარი შემოქმედებით ირჩენდა. მან დაარღვია კულტურული ბარიერები და მისაბაძი მაგალითი გახდა ქალი მწერლების შემდგომი თაობებისთვის.

აფრა ბენის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, წინააღმდეგობრივი და არა სანდო. დაიბადა კენტერბერის ( კენტ ) მახლობლად სოფელ უაიში; დალაქი ბართლომე ჯონსტონის ოჯახში. მოვლენები მისი ახალგაზრდობის შესახებ პრაქტიკულად უცნობია; არსებობს არაპირდაპირი მტკიცებულება, რომ მან მიიღო კათოლიკური განათლება და მონაზვნობასაც კი აპირებდა. ითვლება, რომ 1663 წელს აფრა ეწვია ინგლისური შაქრის პლანტაციას მდინარე სურინამზე, სადაც, მისივე განცხადებით, მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა კეთილშობილური წარმოშობის შავკანიან მონასთან, რომლის ისტორიაც მოგვიანებით დაედო საფუძვლად რომანს Oroonoko, or the Royal Slave (ორუნოკო, ანუ სამეფო მონა).

ინგლისში დაბრუნებული აფრა დაქორწინდა გერმანული ან ჰოლანდიური წარმოშობის ლონდონში მცხოვრებ ვაჭარ იოჰან ბენზე. ქორწინება მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა. როგორც ჩანს, ეს იყო ფიქტიური, ემსახურებოდა საზოგადოებაში მისი პოზიციის განმტკიცებას და მისი ბისექსუალური მიდრეკილებების ღირსეულად შენიღბვას (აფრა აღიარებდა სიყვარულს როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მიმართ, რაზეც მიუთითებს მრავალი ასეთი მინიშნება მის შემოქმედებაში).

1666 წლისთვის აფრამ, რომელიც იყო მტკიცე როიალისტი და სტიუარტების მხარდამჭერი ინგლისის რევოლუციის დროს, მიაღწია გავლენას სამეფო კარზე. იგი ახორციელებდა ჩარლზ II-ის საიდუმლო მითითებებს ანტვერპენში ინგლის-ჰოლანდიის ომის დროს; ფარულ მიმოწერაში იგი იყენებდა სახელსასტრეას, რომელიც შემდგომ მისი ლიტერატურული ფსევდონიმი გახდა. საიდუმლო სამსახურს მისთვის შემოსავალი არ მოუტანია: მეფე გამუდმებით აჭიანურებდა მისი ჯაშუშური მომსახურების გადახდას, ამიტომ აფრა ბენი გარკვეული დროით მოვალეთა ციხეში მოხვდა.

1669 წელს აფრას ვალები უცნობმა პირმა გადაიხადა. აფრა ბენი შეუდგა პროფესიულ საქმიანობას მწერლის რანგში. ლონდონელ მწერლებთან და დრამატურგებთან კავშირების გამოყენებით, მან სწრაფად მიაღწია წარმატებას, როგორც სასიყვარულო ისტორიების, პიესების, რომანებისა და ლექსების ავტორმა. მისი მრავალი პიესა გამსჭვალულია რესტავრაციის ეპოქის ლიტერატურული სულისკვეთებით, გულწრფელი ეროტიზმით; მას დიდი პოპულარობა მოუტანა პროზაულმა ნაწარმოებებმა: სატირულმა და სასიყვარულო მოთხრობებმა, რომანებმა: (Love-Letters Between a Nobleman and His Sister, 1684) და ორუნოკომ ( 1688 ), რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად ითვლება. ორუნოკოს პერსონაჟი ევროპულ ლიტერატურაში „კეთილშობილი ველურის“ ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად ითვლება.

აფრა ბენი გარდაიცვალა 1689 წლის 16 აპრილს. იგი დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში.

კრიტიკოსების გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრა ბენის ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი იყო იმ დროის უდიდესი პოეტი ალექსანდრე პოპი, რომელიც მის შემოქმედებას არასერიოზულად თვლიდა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მისი შემოქმედება ნახევრად მივიწყებული იყო, სანამ 1913 წელს არ გამოქვეყნდა აფრა ბენის ნამუშევრების კრებული მონტეგი სამერსის რედაქტორობით. ამ მომენტიდან მისი ნამუშევრების პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით ვირჯინია ვულფის წყალობით, რომელმაც აფრას მაღალი შეფასება მისცა. მისი თქმით:

ვიკიციტატა
„აფრა ბენმა ქალებისთვის მოიპოვა უფლება გამოხატონ თავიანთი აზრები.“

1960-იანი წლებიდან მწერლის შემოქმედებისადმი ინტერესმა ნამდვილი ბუმი განიცადა; მის ნაწარმოებებს მიეძღვნა ნამუშევრების დიდი რაოდენობა. ისინი აღიარეს ინგლისური ლიტერატურის კლასიკად. აფრა ბენმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ფემინისტი კრიტიკოსებისა და მწერლების მხრიდან. კვლევისა და კრიტიკული ინტერპრეტაციის ყველაზე პოპულარული საგანი გახდა რომანი ორუნოკო, სადაც წამოწეული იყო მონობის, რასიზმის და კოლონიალიზმის თემები.

  1. 1 2 FemBio database
  2. 1 2 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 41. — ISBN 978-1-85743-228-2
  3. 1 2 Digitale Bibliotheek voor de Nederlandse Letteren — 1999.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Aphra Behn — 2009.
  6. Encyclopædia Britannica
  7. SNAC — 2010.
  8. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  9. 1 2 Digitale Bibliotheek voor de Nederlandse Letteren — 1999.
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 1 2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 77.
  12. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118657925 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  13. poets.org
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. Boissoneault L. The Spy Who Became England’s First Successful Female WriterSmithsonian Institution, 2017. — ISSN 0037-7333; 1930-5508