აფიანჩა (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფიანჩა.

აფიანჩა — ძველი სოფელი აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ახლანდელი ქვემო აფიანჩა). სოფლის მახლობლად, აფიანჩის მთის ჩრდილოეთ ფერდობეზე 1934 - 1938 წლებში ს. ზამიატნინმა შეაგროვა და შეისწავლა პალეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა. კოლექცია მცირერიცხოვანია, ნივთები - დანიური სართულის კაჟისა. უმთავრესად გვხვდება კლექტონის ტიპის მასიური, უხეში ანატკეცები. კოლექციის ძირითადი ნაწილი აშელის ეპოქით თარიღდება, დანარჩენი - მუსტიეს საფეხურით. დაცულია სანქტ-პეტერბურგში. პეტრე I-ის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]