აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი
კოორდინატები: 42°59′37″ ჩ. გ. 41°17′13″ ა. გ. / 42.993611° ჩ. გ. 41.286972° ა. გ. / 42.993611; 41.286972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 650-1036 
ამგებელი ქანები ქვიშაქვა, თიხა და კირქვა
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი — საქართველო
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი

აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი (სერი), განედური, ანტიკლინური, დაბალი ქედი საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, წებელდის ტაფობს ესაზღვრება სამხრეთიდან. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვების, თიხებისა და კირქვებისაგან. ქედის აბსოლუტური სიმაღლეები მერყეობს 650-1036 მ-ს შორის. თხემი მოკავებულია, ჩრდილოეთი კალთა - დამრეცი, სამხრეთი - შედარებით ციცაბო. კალთები ტყითაა შემოსილი, ქედის შუა ნაწილი უტყეოა და ათვისებულია სამეურნეოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 247, თბ., 1997