აფაჯატო
იერსახე
| აფაჯატო | |
|---|---|
| კოორდინატები: 7°08′40″ ჩ. გ. 0°21′18″ ა. გ. / 7.14444° ჩ. გ. 0.35500° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ვოლტის რეგიონი |
| სიმაღლე | 885[1] მ |
| მთის მასივი | ატაკორა |
აფაჯატო (ინგლ. Mount Afadjato, ევე Afadzato) — მთა განაში, ვოლტის რეგიონის ჰოჰოეს რაიონში. მთის გვერდით მდებარეობენ სოფლები ლიატი-ვოტე და გბლედი.
მთის დასახელება ევეს ენაზე ნიშნავს „ბუჩქებთან (ტყესთან) ომი“, რადგანაც ზოგიერთმა მცენარეებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ავადმყოფობა.[2]
აბსოლუტური სიმაღლე — 885 მეტრი, რაც განის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია.[3] აფაჯატოს მთა მდებარეობს ვოლტის წყალსაცავის აღმოსავლეთით ტოგოს საზღვართან სიახლოვეს.
გეოლოგიურად მთა მიეკუთვნება ატაკორის მთების ჯაჭვს. აფაჯატოს ფერდოებზე მდებარეობენ ჩანჩქერები, რაც ამ ტერიტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Peakbagger.com. ციტირების თარიღი: 2019-12-02
- ↑ Gbledi — Afadjato.[მკვდარი ბმული]
- ↑ Ghana Travel — Ghana Attractions. ციტირების თარიღი: 2010-11-07
- ↑ Volta Region Attractions.