აფალინა
იერსახე
აფალინა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Tursiops truncatus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22563 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
![]() | |||||||||||||
|
აფალინა (ლათ. Tursiops truncatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. აფალინას სიგრძე 2,5-3,9 მ-მდეა, მასა 280 კგ-მდე. გავრცელებულია ფართოდ (არქტიკულ და ანტარქტიკულ წყლების გარდა). გვხვდება შავ ზღვაში, ძირითადად ყირიმის სანაპიროებთან (დაცულია 1965 წლიდან). აფალინას მაკეობა გრძელდება 12 თვე. შობს ერთ ნაშიერს. თვინიერი ცხოველია, რის გამოც მრავალი ქვეყნის ოკეანარიუმებში მათზე ცდებს ატარებენ ექოლოკაციის, ქცევის, ფუნქციური მორფოლოგიის და სხვა საკითხების შესასწავლად. ქვესახეობებიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება შავი ზღვის აფალინა (Tursiops truncatus ponticus).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 12.