აფაგ ბაშირკიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფაგ ბაშირკიზი
მშობლიური სახელი Afaq Bəşirqızı
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1955 (1955-08-15) (68 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1973-დღემდე
მშობლები მამა: ბაშირ საფაროღლუ

აფაგ ბაშირკიზი (აზერ. Afaq Bəşirqızı; სრული სახელი აფაგ ბაშირის ასული საფაროვა (აზერ. Afaq Bəşir qızı Səfərova); დ. 15 აგვისტო, 1955, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფაგ ბაშირკიზი დაიბადა 1955 წლის 15 აგვისტოს ბაქოში, ცნობილი აზერბაიჯანელი კომიკოსის, ბაშირ საფაროღლუს ოჯახში. 1974-1979 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ფაკულტეტზე. თავისი კარიერა 1973 წელს, ლენქორანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო და მალე ნიჭიერი მსახიობის რეპუტაცია მოიპოვა. 1975 წელს გადავიდა სუმგაითის დრამატულ თეატრში. ძირითადად კომედიურ ფილმებში მონაწილეობით, აფაგ ბაშირკიზიმ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აზერბაიჯანელ კომედიურ მსახიობად დასახელდა. მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი გახდა სოილუს როლი ფილმში „ბედის ბეჭედი“, სადაც ის განასახიერებდა წარუმატებელი პოეტისა და ექვსი შვილის ორსულ დედას.[1]

1989 წელს, მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის დრამატულ თეატრში და შეასრულა მთავარი როლები ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „Subaylarınızdan görəsiniz“ (მარტოხელებისგან ნახეთ), „O olmasın, bu olsun“ (ის თუ არა, ეს იყოს), „Bankir adaxlı“ (ბანკირი შეყვარებული), „Məhəbbət oyunu“ (სიყვარულის თამაში), „İtgin gəlin“ (დაკარგული პატარძალი), „Məsmə xala dayımdır“ (მასმა დეიდა ჩემი ბიძაა) და სხვებში. ასევე ითამაშა ისეთ [[აზერბაიჯანის კინემატოგრაფი|აზერბაიჯანულ ფილმებში, როგორიცაა „Bəxt üzüyü“ (ბედის ბეჭედი), „Yaşıl eynəkli Adam“ (მწვანე სათვალეებიანი კაცი), „Nekroloq“ (ნეკროლოგი).

ამჟამად ბაშირკიზი სამსახიობო ხელოვნებას ასწავლის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წელს, მან მოსკოვში ბაშირ საფაროღლუს სახელობის თეატრი გახსნა, რაც მამამისის სახელს ატარებს.[1]

აფაგ ბაშირკიზი დაოჯახებულია და ჰყავს ვაჟი.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დამსახურებული მსახიობი, 1989[3][4]
  • სახალხო არტისტი, 1993[4]
  • Qızıl Dərviş (ოქროს დერვიში), 1993, 2003[1][4]
  • საპრეზიდენტო ჯილდო, 2010[5]
  • საუკეთესოების საუკეთესო, 2011[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Afaq Bəşirqızı az. Qadin. ციტირების თარიღი: 2019-03-30.
  2. Afaq Bəşirqızı. Aktrisa az. Quba. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 16, 2011.
  3. Women and Art and Culture English. Azerbaijan Gender Information Center. ციტირების თარიღი: 2019-03-30.
  4. 4.0 4.1 4.2 Bu gün Afaq Bəşirqızının doğum günüdür az. Baku Today (2013-08-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2019-03-30.
  5. President awards art figures დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Azeri Press Agency, May 5, 2010
  6. Afaq Bəşirqızı “Yaxşıların yaxşısı” seçildi az. Azadliq (May 3, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2011.