აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი
პოლ. Państwowe Muzeum Auschwitz-Birkenau w Oświęcimiu

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელი
50°02′09″ ჩ. გ. 19°10′42″ ა. გ. / 50.03583° ჩ. გ. 19.17833° ა. გ. / 50.03583; 19.17833
დაარსდა აპრილი, 1946[1]
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
მდებარეობა ოსვენციმი
ვიზიტორები 2.3 მილიონი (2019)[2]
დირექტორი პიოტრ ცივინსკი
ოფიციალური საიტი auschwitz.org/en/
Map

აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი (პოლ. Państwowe Muzeum Auschwitz-Birkenau)[3]ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოწყობილი მუზეუმი ქალაქ ოსვენციმში (გერმ. Auschwitz), პოლონეთი.

მუზეუმი მოიცავს აუშვიც I-ის მთავარ საკონცენტრაციო ბანაკსა და აუშვიც II-ბირკენაუს საკონცენტრაციო და გასანადგურებელი ბანაკის ნაშთებს. ორივე ნაგებობა აშენდა და იმართებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის (1939–1945) პერიოდში. პოლონეთის მთავრობამ შენობების შენარჩუნების გადაწყვეტილება აქ დაღუპული 1.1 მილიონი ადამიანის სამახსოვროდ მიიღო, რომელთაგან 960 000 ებრაელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიმდინარე ჰოლოკოსტს შეეწირა.[4]

1979 წელს ადგილს მიენიჭა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი პიოტრ ცივინსკია.[5]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი 1946 წლის აპრილში შეიქმნა ტადეუშ ვონსოვიჩისა და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის სხვა ტყვეების მიერ. ისინი პოლონეთის კულტურისა და ხელოვნების მინისტრის დავალებით მოქმედებდნენ.[1] მუზეუმი ფორმალურად დაფუძნდა 1947 წლის 2 ივლისს, პოლონეთის პარლამენტის განკარგულების საფუძველზე.[6] მუზეუმი მოიცავს აუშვიც I-ის 20 ჰექტარსა და აუშვიც II-ის 171 ჰექტარ ფართობს,[6] რომელიც მთავარი ბანაკიდან დაახლოებით სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მუზეუმს არსებობის მანძილზე 25 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა. 1955 წლიდან 1990 წლამდე მუზეუმის დირექტორი მისი ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი პატიმარი, კაზიმიეჟ სმოლენი იყო.[7]

2019 წელს მუზეუმს 2 320 000 ადამიანი ესტუმრა, რომელთაგან 396 000 პოლონეთიდან, 200 000 გაერთიანებული სამეფოდან, 120 000 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 104 000 იტალიიდან, 73 000 გერმანიიდან, 70 000 ესპანეთიდან, 67 000 საფრანგეთიდან, 59 000 ისრაელიდან, 42 000 ირლანდიიდან, ხოლო 40 000 შვედეთიდან იყო.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზარმაში პირველი გამოფენა 1947 წელს მოეწყო. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში პოლონელების პირველი დეპორტაციიდან შვიდი წლის თავზე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში (საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში მყოფი) მუზეუმის ყოფილმა ტყვეებმა გამოფენა მოაწვეს. გამოფენაზე გავლენა იქონია ცივმა ომმა, რის გამოც ებრაელების გეტოების გვერდით ამერიკული მიყრუელბული ადგილებიც იყო ნაჩვენები. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ახალი გამოფენა 1955 წლისთვის დაიგეგმა. 1959 წელს ყველა ერმა, რომელთა წარმომადგენლებიც ოსვენციმის ბანაკში დაიღუპნენ, უფლება მიიღეს საკუთარი გამოფენები მოეწყოთ. ამ განკარგულებისდა მიუხედავად, გამოფენის მოწყობის უფლება ვერ მიღეს: ჰომოსექსუალებმა, იეჰოვას მოწმეებმა, იენიშებმა და ბოშებმა. ისრაელის სახელმწიფოს უარი ეთქვა გამოფენის მოწყობაზე, რადგან ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპული პირები ისრაელის მოქალაქეები არ იყვნენ. 1968 წლის აპრილში მუზეუმში მოეწყო ანდჟეი შჩპიორსკის ებრაული გამოფენა.

1979 წელს დიდი კრიტიკა გამოიწვია რომის პაპის, იოანე პავლე II-ის სიტყვებმა, რომელმაც მუზეუმში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკს „ჩვენი დროის გოლგოთა“ უწოდა.

1962 წელს ბირკენაუს მუზეუმის გარშემო (და 1977 წელს აუშვიცის ერთ-ერთი მუზეუმის გარშემო) ჩამოყალიბდა პრევენციული ზონა ისტორიული ელემენტების შესანარჩუნებლად. ეს ზონები 1999 წელს პოლონეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა. 1967 წელს გაიხსნა პირველი დიდი მემორიალური ძეგლი, 1990-იანი წლებიდან კი დაიწყო საინფორმაციო დაფების განთავსება.

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს ტერიტორიაზე სცენები ოთხი ფილმისთვისაა გადაღებული: ანდჟეი მუნკის „მგზავრი“ (პოლ. Pasażerka, 1963), ანდჟეი ვაიდას „პეიზაჟი ბრძოლის შემდეგ“ (პოლ. Krajobraz po bitwie, 1970), „ომი და მოგონება“ (1988) და „უარყოფა“ (2016). მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე პოლონეთის მთავრობა გადაღებებს ნებას რთავს, „შინდლერის სიის“ (1993) გადაღებებისთვის სტივენ სპილბერგმა ბანაკის გარეთ, შესასვლელში ააშენებინა შენობა ოსკარ შინდლერის გადარჩენილი ქალის მატარებლით წაყვანის სცენისათვის.[8]

აუშვიცის სიკვდილის კედელი, სადაც სიკვდილმისჯილ პირებს ხვრეტდნენ

განთავისუფლების დღის ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმში განთავისუფლების დღიდან 50 წლის იუბილეთან დაკავშირებით, 1995 წელს ცერემონიალი მოეწყო. ღონისძიებას ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაახლოებით ათასი ყოფილი პატიმარი ესწრებოდა. 1996 წელს გერმანიამ 27 იანვარი აუშვიცის განთავისუფლებისა და ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა დღედ გამოაცხადა. მუზეუმში განთავისუფლების 70 წლისთავთან დაკავშირებით, 2015 წელს მუზეუმში ღონიძიებები გაიმართა.[9][10][11]

მუზეუმის დათვალიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუშვიც I-ში დაღუპულთა ფეხსაცმელები

მუზეუმში ძირითადი გამოფენები ყოფილ ბანაკში, აუშვიც I-ში ეწყობა. მთლიან ტურს ინფორმაციის გაცნობასთან ერთად დაახლოებით სამი საათი სჭირდება, გიდების გარეშე მუზეუმის დათვალიერება კი მხოლოდ 16:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი (2019 წლის მონაცემებით). მუზეუმის ეს ნაწილი ოსვენციმის მატარებლის სადგურიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

იუნესკოს სახელის ცვლილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუზეუმის მოსახსენიებლად „პოლონეთის სასიკვდილო ბანაკის“ გამოყენებას მკაცრად გმობდა. ისინი თვლიდნენ, რომ ამგვარი ტერმინი ჰოლოკოსტში არა ნაცისტურ გერმანიას, არამედ პოლონეთს ადანაშაულებდა. 2007 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის სახელწოდება „აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი“ „აუშვიც-ბირკენაუთი“ შეცვალა, წარწერით: „გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო და გასანადგურებელი ბანაკი (1940–1945)“.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The first years of the Memorial. Auschwitz-Birkenau State Museum.
  2. 2.0 2.1 2 million 320 thousand visitors at the Auschwitz Memorial in 2019. Auschwitz-Birkenau State Museum.
  3. Copyright en. Auschwitz-Birkenau State Museum. Copyright pl. Państwowe Muzeum Auschwitz-Birkenau.
  4. For the figures, see Piper, Franciszek (2000). Auschwitz, 1940–1945. Central Issues in the History of the Camp. Oświęcim: Auschwitz-Birkenau State Museum, გვ. 230. ISBN 978-8385047872. OCLC 929235229. 
  5. Distinction of the Special Prize of the European Civil Rights Prize of the Sinti and Roma for Piotr M. A. Cywiński. Auschwitz-Birkenau State Museum.
  6. 6.0 6.1 Memorial timeline. Auschwitz-Birkenau State Museum. ციტირების თარიღი: 21 October 2016
  7. www.jewish-guide.pl Bio note on Kazimierz Smoleń
  8. Palowski, Franciszek (1998). The Making of Schindler's List: Behind the Scenes of an Epic Film. Carol Publishing Group, გვ. 22. ISBN 978-1-55972-445-6. 
  9. Akkoc, Raziye; Andrew Marszal (January 27, 2015). „Holocaust Memorial Day: commemorations mark 70th anniversary of Auschwitz liberation“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2015. ციტირების თარიღი: October 22, 2016.
  10. Early, Samantha. (January 27, 2015) Auschwitz-Birkenau commemorations. DW. ციტირების თარიღი: October 22, 2016
  11. 70th anniversary of liberation of Auschwitz en-GB (2020-06-09). ციტირების თარიღი: 2020-06-09
  12. World Heritage Committee approves Auschwitz name change. UNESCO (28 June 2007). ციტირების თარიღი: 22 October 2016