აუქშტაიტიის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აუქშტაიტიას ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Paluse Lusiai lake.jpg
მდებარეობა აუქშტაიტია, ლიეტუვა
უახლოესი ქალაქი იგნალინა
ფართობი 405.70 კმ²
დაარსდა 1974

აუქშტაიტია (ლიეტ. Aukštaitijos nacionalinis parkas) — ეროვნული პარკი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დედაქალაქ ვილნიუსიდან 100 კილომეტრის დაშორებით. ეს არის ლიეტუვის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც 1974 წელს დაარსდა. თავდაპირველად ამ ტერიტორიას ერქვა ლიტვის სსრ-ს ეროვნული პარკი. 1991 წელს ქვეყანაში დამატებით შეიქმნა, კიდევ ოთხი ეროვნული პარკი. ლიეტუვის ყველა ეროვნულ პარკს დაერქვა თავისი ერთნიკური რეგიონის სახელი, სწორედ ამიტომ ამ ტერიტორიას სახელად ეწოდა აუქშტაიტიას ეროვნული პარკი.

პარკის ფართობი შეადგენს 405,7 კმ²-ს. ტერიტორიის დაახლოებით 50% შედის იგნალინის რაიონის შემადგენლობაში. პარკის 25% კი შედის უტენის და შვენჩიონის რეგიონებში. ტერიტორიის 2,1% მკაცრად დაცულია. ამ ზონაში შესვლა, მხოლოდ პარკის თანამშრომელთან ერთად შეიძლება. პარკის ეკოსისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია, ეროვნული პარკის 70 პროცენტი ტყეებს უკავია, აქ არის ფიჭვის ტყეები, ზოგიერთი ფიჭვის ასაკი 200 წელსაც აღწევს.

ლიეტუვის წითელ წიგნში შეტანილია, აქ არსებული: 64 სახეობის მცენარე, 8 სახეობის სოკო, 48 სახეობის ფრინველი. პარკი ცნობილია თავისი ბიომრავაფეროვნებით - ლიეტუვაში არსებული მცენარეთა ჯიშების უმრავლესობის ნახვა აქ შესაძლებელია, ეროვნულ პარკს ლიეტუვის ტერიტორიის მხოლოდ 1% უკავია.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი საკამოდ მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ საკმაოდ ბლომად არის ტბები და მდინარეები. ტბების უმრავლესობა ერთმანეთს მდინარეების მეშვეობით უკავშირდება. პარკის ყველაზე დიდი ტბაა კრეტუონასი (8.29 კმ²). აქ მდებარეობს ლიეტუვის ყველაზე ღრმა ტბა ტაურაგნასი (60.5 მ). აუქშტატის ეროვნულ პარკში არის 14 ტბა, რომლის ფართობი აღემატება 1 კმ²-ს. 6 ტბა რომლის ფართობი მერყეობს 0.5 დან 1 კმ²-მდე, 35 ტბა რომლის ფართობი 50 დან 5 ჰექტარამდეა. დანარჩენი ტბების ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია.

აქ არსებული მდინარეების სიგრძე საკამოდ მცირეა, პარკის ყველაზე დიდი მდინარეა ჟეიმიენა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მხოლოს 22 კილოემტრს გადის, (ჟეიმიენას სიგრძეა 144 კილომეტრი). აქ არსებული ყველა მდინარე და ტბა, მიეკუთვნება მდინარე ჟეიმიენას აუზს.

სოფელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში არის 116 სოფელი, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 2300 ადამიანი. აქ არსებული სოფელი პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. ყველაზე ცნობილი სოფელი არის პალაუსე, აქ ცხოვრობს პარკის ადმინისტრაცია. აქ მდებარეობს ეკლესია, რომელიც 1750 წელს აიგო, ეს ეკლესია დღემდე ლიეტუვაში ყველაზე ძველად ითვლება, რომელიც ხით არის აგებული. სტრიპეიკა არის პარკის ყველაზე ძველი სოფლელი, აქ მდებარეობს მუზეუმი. გინუჩიაი არის აუქშტაიტიას ეროვნული პარკის კიდევ ერთი ცნობილი სოფელი, ეს დასახლება XIX საუკუნეში შეიქმნა, ამ ადგილს პარკში ტურისტული მიზნებისთვის დიდი დანიშნულება აკისრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]