აუდიო თამაში
აუდიო თამაში (ინგლ. Audio game) — ელექტრონული თამაში, რომელსაც თამაშობენ ისეთ მოწყობილობაზე, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი. ის ვიდეო თამაშის მსგავსია, მაგრამ მისგან განსხვავებით, ვიზუალური კომპონენტი არ გააჩნია — მხოლოდ სმენითი და ტაქტილური (შეხებითი) უკუკავშირი.
აუდიო თამაშები თავდაპირველად უსინათლოთათვის იყო განკუთვნილი და ძირითადად ვითარდებოდა მოყვარულებისა და უსინათლო პროგრამისტების მიერ.[1] თუმცა, აუდიო თამაშების მიმართ ინტერესს სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს სხვადასხვა სფეროდან.
აუდიო თამაშების უმეტესობა მუშაობს პერსონალურ კომპიუტერზე, თუმცა არსებობს რამდენიმე აუდიო თამაში პორტატიული მოწყობილობებისა და ვიდეო თამაშების კონსოლებისთვისაც. აუდიო თამაშები მოიცავს ჟანრების ისეთივე მრავალფეროვნებას, რასაც ვიდეო თამაშები, მაგალითად, სათავგადასავლო თამაშები, სარბოლო თამაშები და ა.შ.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აუდიოთამაშები: რესურსები და სტატიები — Audiogames.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rovithis, Emmanouel (2012). „A Classification of Audio-Based Games in terms of Sonic Gameplay and the introduction of the Audio-Role-Playing-Game: Kronos“. Corfu, Greece: ACM New York, NY, USA. pp. 160–164. .
- ↑ Rovithis, Emmanouel; Floros, Andreas; Mniestris, Andreas; Grigoriou, Nikolas (2014) „Audio games as educational tools: Design principles and examples“, 2014 IEEE Games Media Entertainment. Toronto, ON: IEEE, გვ. 1–8. DOI:10.1109/GEM.2014.7048083. ISBN 978-1-4799-7545-7.