შინაარსზე გადასვლა

აუგუსტ ლესკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუგუსტ ლესკინი
გერმ. August Leskien
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1840(1840-07-08)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი კილი[5]
გარდ. თარიღი 20 სექტემბერი, 1916(1916-09-20)[1] [2] [3] (76 წლის)
გარდ. ადგილი ლაიფციგი[5]
დასაფლავებულია Leipzig South Cemetery
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
საქმიანობა ენათმეცნიერი[6] , უნივერსიტეტის პროფესორი, სლავისტი[6] და ინდოევროპეისტი[6]
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი, გიოტინგენის უნივერსიტეტი და იენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი და კილის უნივერსიტეტი
მამა August Wilhelm Leskien
შვილ(ებ)ი Ilse Leskien
ჯილდოები ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Knight Commander of the Order of Albrecht the Bold
ხელმოწერა

იოჰან ჰაინრიხ აუგუსტ ლესკინი (გერმ. Johann Heinrich August Leskien; დ. 8 ივლისი, 1840, კილი — გ. 20 სექტემბერი, 1916, ლაიფციგი) — გერმანელი ინდოგერმანისტი და სლავისტი. აუგუსტ ლესკინი მიჩნეულია ინდოგერმანისტიკის დარგში ე.წ. ლაიფციგის სკოლის დამფუძნებლად.

1860-1864 წლებში კლასიკურ ფილოლოგიას ასწავლიდა კილსა და ლაიფციგში. 1964 წელს დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის წოდების მოსაპოვებლად დაიცვა. 1864-1866 წლებში ასწავლიდა ლათინურსა და ბერძნულ ენებს ლაიფციგის წმ. თომას სკოლაში. 1866 წელს ა. ლესკინი ქალაქ იენაში აუგუსტ შლაიხერთან შეუდგა ინდოგერმანული, ბალტიკური და სლავური ენათმეცნიერებათა შედარებით კვლევას. ერთი წლის შემდეგ კი ის პრივატდოცენტად გადავიდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1868 წელს აუგუსტ ლესკინი წარდგენილ იქნა იენის შედარებითი ენათმეცნიერებისა და სანსკრიტის პროფესორად. 1870 წლიდან იგი ლაიფციგის უნივერსიტეტის სლავისტიკის პროფესორია. 1876 წელს ორდინარიუსად წარადგინეს, სადაც ინდოგერმანული ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. 1877 წელს ალეკსანდერ ბრიუკნერმა (Aleksander Brückner) მიუძღვნა წიგნი სახელწოდებით სლავური ნასესხობანი ლიტვურში.

აუგუსტ ლესკინი იყო თანამაარსებელი ახალგაზრდა გრამატიკოსთა სკოლისა. ის დარწმუნებული იყო ბგერათა კანონის თეორიის უნიკალურობაში.

აუგუსტ ლესკინის კვლევის მთავარი დარგი სამხრეთსლავური ენების გარდა იყო ლიტვური ენა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 201.
  • Walther Killy, Rudolf Vierhaus (Hrsg.): Deutsche Biographische Enzyklopädie, Band 6: Kogel – Maxsein. K.G. Saur, München (u. a.) 1997, S. 342 (mit Verzeichnis der wichtigsten Werke August Leskiens).
  • Wilhelm Streitberg: August Leskien. In: Indogermanisches Jahrbuch, Jg. 1 (1913), S. 216–218.
  • Wilhelm Streitberg: August Leskien. In: Indogermanisches Jahrbuch, Jg. 7 (1919), S. 138–143.
  • Harald Wiese: Eine Zeitreise zu den Ursprüngen unserer Sprache. Wie die Indogermanistik unsere Wörter erklärt. Logos Verlag, Berlin 2007, ISBN 978-3-8325-1601-7.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Encyclopædia Britannica
  3. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  4. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 1 2 Лескин Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118779680 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.