აუგუსტ კრისტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუგუსტ კრისტიან ფრიდრიხ ანჰალტ-კეთენელი
August Christian Friedrich von Anhalt-Köthen
ანჰალტ-კეთენის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1789
მმართ. დასასრული: 1812
წინამორბედი: კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კეთენელი
მემკვიდრე: ლუდვიგ აუგუსტ ანჰალტ კეთენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1769
დაბ. ადგილი: კიოტენი
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1812
გარდ. ადგილი: კეთენი
მეუღლე: ფრედერიკა ნასაუ-უზინგენი
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: ასკანიები
მამა: კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კეთენელი
დედა: ლუიზა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი

აუგუსტ კრისტიან ფრიდრიხ ანჰალტ-კეთენელი (გერმ. August Christian Friedrich von Anhalt-Köthen) — ანჰალტ-კეთენის მთავარი, ხოლო შემდგომში ჰერცოგი ასკანიების დინასტიიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუგუსტ კრისტიანი ანჰალტ-კეთენის მთავრის, კარლ გეორგ ლებრეხტის შვილი იყო. ის მსახურობდა პრუსიულ არმიაში გენერალ-მაიორის ჩინით, ხოლო 1803 წლის 15 მაისს მიიღო ფელდმარშალ-ლეიტენანტის წოდება ავსტრიის არმიაში. 1805 წლის 31 იანვარს ის გახდა შავი არწივის ორდენის რაინდი.

1793 წელს მთავარი აუგუსტ კრისტიანი დაქორწინდა ფრედერიკაზე (1777—1821), ჰერცოგ ფრიდრიხ ავგუსტ-ნასაუ-უზინგენისა და პრინცესა ლუიზა ვალდეკის ქალიშვილზე. უშვილო ქორწინება გაყრით დამთავრდა 1803 წელს.

1806 წლის 18 აპრილს მთავარმა აუგუსტ კრისტიანმა ოფიციალურად მიიღო ჰერცოგის ტიტული. მისი სიკვდილის შემდეგ ტიტული გადავიდა მის მცირეწლოვან ნათესავზე, ლუდვიგ აუგუსტზე, გარდაცვლილი ძმის, ლუდვიგის შვილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hermann Wäschke: Anhaltische Geschichte. 3 Bde. Köthen: Schulze 1912-13.