აუგუსტო სანდინოს საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აუგუსტო სანდინოს საერთაშორისო აეროპორტი (ესპ. Aeropuerto Internacional Augusto C. Sandino) — მთავარი აეროპორტი ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში. 1968 წელს გახსნილ აეროპორტს დაარქვეს Las Mercedes Airport, მოგვიანებით, 1980-იან წლებში ნიკარაგუის ეროვნული გმირის სანდინოს სახელი უწოდეს. 2001 წელს კი არნოლდო ალემანმა მანაგუის საერთაშორისო აეროპორტი დაარქვა. 2007 წელს კი კიდევ ერთხელ გადაარქვეს სახილი და ისევ სანდინოს სახელი დაარქვეს, დანიელ ორტეგას ინიციატივით.

8,015 ფუტის სიგრძის ასაფრენი ზოლი 194 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. ყოველ წელიწადში გადაჰყავს 1,1 მილიონი ადამიანი და ცენტრალური ამერიკის ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებს შორის მეხუთე ადგილზეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლის 22 იანვარს ნიკაარგუის მთავრობამ და პანამერიკულმა ავიახაზებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც უნდა აეშენებინათ აეროპორტი "Las Mercedes Airport"-ის სახელით. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1968 წლის 4 ივლისს აეროპორტი საზეიმოდ გახსნა ანასტასიო სომოსა დებაილემ. თავის დროზე მას ბოინგ 707-ის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

1970-იანი წლების დასაწყისში იგი კიდევ უფრო დაიხვეწა და იმ დრიოს თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდა. მას გააჩნდა ოთხი ჯანმრთელობის ზედამხედველი, რვა გამცილებელი და ათი მებაჟე. სრულად იყო აღჭურვილი კონდინცირების აპარატურით, ხმის გამაძლიერებლებით. ასევე მის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო რესტორანი. აეროპორტს შეეძლო ერთდდროულად სამი თვითმფრინავის მიღება. ფრენებს ახორციელებდნენ პანამერიკული სამყაროს ავიახაზები, იბერია, ლანიკა ეარლაინი, ნიკარაგუის ავიახაზები და სხვა უფრო მცირე მასშტაბის ავიახაზები.

სანდინისტები გამარჯვების შემდეგ, მათ მხოლოდ სახელი შეუცვალეს. სხვა მხრივ ყურადღება რა მიუქცევიათ და ოდესღაც თანამედროვე აეროპორტმა მოძველება დაიწყო. ასე იყო 1996 წლამდე, როცა მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ კვლავ გაახლეს. ამ დროს დამონტაჟდა ორი დახურული ხიდი.