აუგსბურგის რელიგიური ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აუგსბურგის რელიგიური ხელშეკრულება)
Jump to navigation Jump to search

აუგსბურგის რელიგიური ზავი — დაიდო 1555 წლის 25 სექტემბერს აუგსბურგის რაიხსტაგში გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის. ამ ზავით დამთავრდა კათოლიკეთა ომი ლუთერანებთან. აუგსბურგის რელიგიური ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, იგი კალვინისტებზე არ ვრცელდებოდა. კათოლიკე და ლუთერანი მთავრების ქვშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა – „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ („Cujus region, ejus religio“) ან სხვაგან გადასახლბულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიური ზავმა ლუთერანობა კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა, ცნო პასაუს ხელშეკრულებამდე (1552) მომხდარი კათოლიკური ეკლესიის მიწების სეკულარიზაცია; დააჩქარა სამთავრო აბსოლუტიზმის განვითარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]