შინაარსზე გადასვლა

აუაჩაპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
აუაჩაპანი
გერბი

ქვეყანა სალვადორის დროშა სალვადორი
კოორდინატები 13°55′24″ ჩ. გ. 89°50′46″ დ. გ. / 13.92333° ჩ. გ. 89.84611° დ. გ. / 13.92333; -89.84611
ფართობი 244.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 800 მეტრი
მოსახლეობა 127 301 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC−6
აუაჩაპანი — სალვადორი
აუაჩაპანი

აუაჩაპანი (ესპ. Ahuachapán) ― ქალაქი და რაიონი აუაჩაპანის დეპარტამენტში, სალვადორის დასავლეთ ნაწილში. 2024 წლის აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობა 127 301 ადამიანს შეადგენს. ფართობია 244.8 კმ². მდებარეობს გვატემალის საზღვართან და ქვეყნის ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქია. აუაჩაპანში დაიბადა ცნობილი სალვადორელი პოეტი ალფრედო ესპინო.

აუაჩაპანის რაიონი დედაქალაქ სან-სალვადორიდან 100 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ჩრდილოეთით სან-ლორენსო და გვატემალა ესაზღვრება, აღმოსავლეთით ― სან-ლორენსო, ატიკისაია და ტურინი, დასავლეთით ― გვატემალა, ხოლო სამხრეთით ― ხუაიუა, აპანეკა, კონსეფსიონ-დე-ატაკო და ტაკუბა. რაიონში თბილი კლიმატია და ტემპერატურა 22°―27 °C-ს შორის მერყეობს. რაიონის მთავარი მდინარეა რიო-პასი, რომელიც სალვადორსა და გვატემალას შორის საზღვარს წარმოადგენს.

ჰავის მონაცემები — აუაჩაპანი (1991–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30.7 32.0 33.2 33.6 32.0 30.1 30.4 30.5 29.7 29.6 30.0 30.3 31.0
საშუალო დღიური °C 22.4 23.1 24.0 24.9 24.6 23.7 23.9 23.8 23.2 23.1 22.8 22.5 23.5
საშუალო დაბალი °C 17.1 17.6 18.4 19.6 20.2 19.8 19.8 19.6 19.6 19.4 18.4 17.5 18.9
საშუალო ნალექი (მმ) 1.1 4.2 5.7 30.3 151.2 275.7 278.1 286.1 295.3 177.4 38.9 5.9 1 549,7
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 68 68 67 70 77 82 79 81 85 82 74 72 75.4
წყარო: Ministerio de Medio Ambiente y Recursos Naturales[2]
  1. 2024 Salvadoran census
  2. Normales Climatológicas 1981–2010 es. Ministerio de Medio Ambiente y Recursos Naturales. ციტირების თარიღი: 15 September 2019