ატოცის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ატოცის ციხე — ციხესიმაგრე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, მდებარეობს სოფლის ზედა ნაწილში, ნასოფლარზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-გალავანი (სათემო ციხე 52,2 X 50,3 მ), თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით, ნაგებია ნატეხი ქვით. ჭიშკარი (შემორჩენილია ერთი წირთხლი) სამხრეთ კედლის მარჯვენა მონაკვეთში ჰქონია, ხოლო ვიწრო სათადარიგო კარი - მოპირდაპირე მხარეს. გალავნის კედლის ქვედა ნაწილი (3-4 მეტრამდე) ყრუ და სქელია, ხოლო ზედა თხელია და ცალმაგი და ორმაგი სათოფურები აქვს. კედლის თხელი და სქელი ნაწილების ზღვარზე გადის საბრძოლო ბილიკი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სამსართულიანი კოშკის თავზე, სავარაუდოა, საბრძოლო ბანი იყო. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართული ყრუკედლებიანია, ამოვსებულია მიწით; მეორე სართულზე კოშკის ერთადერთი კარია, რომელიც ციხის ეზოში გადის. კარის პირდაპირ ბუხარია, დანარჩენ კედლებში - სათოფურები. კარის მარჯვნივ მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა. ამ სართულის კედლებში სათოფიერები და ნისკარტა სალოდეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]