ატოცის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატოცის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის დასავლეთით, 800 მეტრის მოშორებით, კახურას ველზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სამაროვანს 1950 წელს, მიწის დამუშავებისას მიაკვლიეს. ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო კიდურებმოკეცილი მიცვალებილი თავით ჩრილოეთიდან დასავლეთისაკენ. სამაროვანში აღმოჩნდა ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისწვერები, უხეშკეციანი, შავად გამომწვარი ჭურჭელი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]