ატლანტური ზუთხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ატლანტური ზუთხი
Sturgeon2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenser sturio
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 230

ატლანტური ზუთხი, ფორონჯი (ლათ. Acipenser sturio) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 200 კგ აღწევს. წაგრძელებული დინგი აქვს. გავრცელებულია ბალტიისა და შავი ზღვის აუზებში. ხშირად შედის რიონსა და დუნაიში. ძვირფასი სარეწაო თევზია, თუმცა იშვიათია. იყენებენ უმთავრესად ნედლს. დასავლეთი ევროპის ზღვებში თითქმის განადგურებულია. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან, შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ რუსეთში მოიპოვება შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში, ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სადაც ცოცხალ ფორმას წარმოქმნის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]