ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წარწერა ან ვეჟან ატენელის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ეკლესიიდან, დაახლოებით VII-VIII საუკუნეებისა. წარწერა იპოვა ეკლესიაში, ჯვრის კვარცხლბეკზე ივანე ჯავახიშვილმა 1907 წელს.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა რვა სტრიქონიანია. ბოლოში მცირედ დაზიანებულია, მაგრამ შინაარსი კარგად იკითხება:

  1. ესე ჯ~ი ქტ~სჲ მე ვეჟან ატნლ მხ~ლნ
  2. აღვმართე შესავედრებელად და ს
  3. აჴსრად სულისა ჩემისა და
  4. ყ~ლთათჳს თავყუანისმცე
  5. მელთა ქ~ტჲსთა ქ~ტე ყ~ლნი შეგ
  6. ჳწყალენ ძ~თა ჯ~ია შ~ნჲთა ა~ნ
  7. ი~ყნ და რ~თა აღმოიკითხოთ მე ვე
  8. ...ლი ლოცვას მ...ნე

ანუ:

  1. ესე ჯუარი ქრისტეჲსჲ მე, ვეჟან ატენელ[მან] მამასახლისმან,
  2. აღვმართე შესავედრებელად და ს–
  3. აჴსრად სულისა ჩემისა და
  4. ყოველთათჳს თავყუანისმცე–
  5. მელთა ქრისტეჲსთა. ქრისტე, ყოველნი შეგ–
  6. ჳწყალენ ძალითა ჯუარისა შენისაჲთა, ამენ,
  7. იყავნ. და რომელთა აღმოიკითხოთ, მე, ვე[ჟან
  8. ცოდვი]ლი, ლოცვას[ა] მო[მიჴს]ენე[თ].

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივ. ჯავახიშვილი წარწერას ათარიღებს VII საუკუნის ბოლოთი, ან VIII საუკუნით, ნ. შოშიაშვილი - VIII საუკუნით.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული და ენობრივი თვალსაზრისით: თავგახსნილია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის თავგახსნილი.

ნახმარია //-ს გამომხატველად: ქტ~ს. ქ~ტჲსთა უნდა გავხსნათ ასე: ქრისტეჲსითა, რაც წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ პირველი სტრიქონი ქტ~სჲ ქარაგმიანი ფორმა წავიკითხოთ როგორც ქრისტეჲსი. საინტერესოა აღვმართე, რაც მიღებულია აღვჰმართე ფორმისაგან -ს დაკარგვით. ეს წარწერა წარმოგვიდგენს ამ ტიპის ფორმებში -ს გაუჩინარების ყველაზე ადრინდელ ნიმუშს.[1]

ამ წარწერაში, ისევე როგორც სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებში, დასტურდება დაქარაგმების უაღრესად საინტერესო შემთხვევები: მხ~ლნ = მამასახლისმან, ძ~თა = ძალითა, ჯ~ია = ჯუარისა.

ვეჟან ატენელის წარწერის მონაცემები კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ VIII საუკუნის ქართლის ცოცხალი მეტყველება ჰაემეტ ფორმებს უკვე აღარ იყენებდა.

მოსალოდნელი იყო:

  • აღჰუმართე
  • აღმოჰიკითხოთ

არის:

  • აღვმართე
  • აღმოიკითხოთ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, ტფ., 1926, გვ. 168
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 106
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 35–36

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის შესავალი, თბ., 1984, გვ. 388