შინაარსზე გადასვლა

ატა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატა
მშობ. სახელი: ინგლ. 'Ata
გეოგრაფია
22°20′30″ ს. გ. 176°12′30″ დ. გ. / 22.34167° ს. გ. 176.20833° დ. გ. / -22.34167; -176.20833
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 355 მ
ოლქი ტონგატაპუს ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2011)

ატა (ინგლ. 'Ata) — კუნძული ტონგის სამეფოს ტონგატაპუს კუნძულების ჯგუფში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ტონგატაპუს ოლქში.

კუნძულ ატას რუკა

ატა ტონგას სამეფოს ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულია, მდებარეობს დაახლოებით 160 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ტონგატაპუს კუნძულიდან. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს 3000 კმ-ში[1].

ატას აქვს ვულკანური წარმოშობა და, სავარაუდოდ, ტონგის არქიპელაგის ვულკანური კუნძულების დასავლეთ ჯაჭვში უძველესი კუნძულია. ადამიანის მიერ დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში რაიმე ვულკანური პროცესი კუნძულზე დარეგისტრირებული არ ყოფილა[2]. კუნძულის ფართობია — 2,3 კმ². კუნძული დაფარულია ხშირი მცენარეულობით, რომელთა შორის ჭარბობს ქოქოსის პალმა. გავრცელებულია ლეღვი, პურის ხე. ბუდობენ ზღვის ფრინველები[1]. კუნძულის ერთადერთი ძუძუმწოვარიაპატარა თაგვი[2].

კლიმატი ატას კუნძულზე ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები და მიწისძვრები[1].

კუნძული 1643 წლის 19 იანვარს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა. იმის გამო, რომ ატას სიახლოვეს ზღვაოსანმა დაინახა ტროპიკული ფრინველების დიდი რაოდენობა, ტასმანმა კუნძულს დაარქვა Pylstaert Eylant (თანამედროვე ნიდერლანდური ენაზე დაწერით — «Pijlstaart»), რაც ნიშნავს «ისრის კუდი» (ინგლ. arrowtail, ეს სახელი ერქვა ტროპიკულ ფრინველსაც). მიუხედავად ამისა ცუდი ამინდის გამო ტასმანი ვერ გადავიდა კუნძულზე.

1862 და 1864 წლებს შორის პერიოდში კუნძული ატა მნიშვნელოვნად დაზარალდა პერუელი მონათვაჭრებისგან: პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა გაყვანილი იქნა ოკეანეთის სხვა კუნძულებზე და პერუში გუანოზე სამუშაოდ[3].

დანარჩენი მოსახლეობის გადასარჩენად მეფე ჯორჯ ტუპოუ I-მა მოახდინა დარჩენილი მაცხოვრებლების ევაკუაცია კუნძულ ეუაზე. მას შემდეგ კუნძული ატა დაუსახლებელია.

დღეისათვის კუნძული დაუსახლებელია, თუმცა 1860-იან წლებში მასზე ცხოვრობდა მუდმივი მოსახლეობა[1].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტონგა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
  2. 2.0 2.1 BIRDS OF 'ATA AND LATE, AND ADDITIONAL NOTES ON THE AVIFAUNA OF NIUAFO' OU, KINGDOM OF TONGA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-16. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
  3. [Tonga: the Tale of the Hobart Whaler 'Grecian'. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-01-03. Tonga: the Tale of the Hobart Whaler 'Grecian'. (ინგლისური)]