ატალეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Attalea crassispatha
Attalea sp.

ატალეა (Attalea) — პალმების გვარი. უმეტესად მარალი ღერო და დიდი ზომის ფრთისებრი ფოთლები აქვს. შეიცავს 30-მდე სახეობას.

გვხვდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ატალეის (Attalea funifera) ფოთლის ხალთიდან იღებენ უხეშ მუქ ბოჭკოებს (პიასავა), რადგანაც ამზადებენ ჯაგრისებს, იატაკის საფენებს, კანაფსა და თოკს. ზოგიერთი ატალეის მკვრივი თესლი იხმარება სახარატო ნაკეთობათა დასამზადებლად. Attalea cohune-ს თესლისაგან ამზადებენ ზეთს. ატალეის ზოგი სახეობა დეკორატიულია და სათბურებში მოჰყავთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]