შინაარსზე გადასვლა

ატაკორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატაკორა (მრავალმნიშვნელოვანი).
ატაკორა
აგუ — ატაკორის უმაღლესი მწვერვალი
აგუ — ატაკორის უმაღლესი მწვერვალი
კოორდინატები: 7°25′00″ ჩ. გ. 0°40′00″ ა. გ. / 7.41667° ჩ. გ. 0.66667° ა. გ. / 7.41667; 0.66667
ქვეყანა ბენინის დროშა ბენინი, ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო, განის დროშა განა, ტოგოს დროშა ტოგო
უმაღლესი წერტილი აგუ
სიმაღლე 986 
ატაკორა — აფრიკა
ატაკორა
ატაკორა — ტოგო
ატაკორა

ატაკორა (ფრანგ. Chaîne de l'Atacora) — მთიანი ჯაჭვი დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

ატაკორის მთები გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, განის დედაქალაქ აკრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიიდან ტოგოს და ბენინის ტერიტორიების გავლით ბურკინა-ფასომდე. მთების საშუალო სიმაღლე — ზღვის დონიდან 600 მ. ატაკორის რაიონი გამოირჩევა აქ მოსული ნალექების მაღალი დონით და ქმნის საზღვარს გეოგრაფიულ და კლიმატურ — ჩრდილოსუდანურ და სამხრეთსუდანურ ზონებს შორის.

ქედის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — მთა აგუ (986 ), რომელიც ტოგოს ყველაზე უფრო მაღალი წერტილია. ატაკორის მთიან ჯაჭვს ასევე მიეკუთვნება განის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი აფაჯატოს მთები (885 მ) და ბენინის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მონტ-სოკბარო (658 მ). ატაკორის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს ვოლტის შენაკადის მდინარე ოტის სათავე.

ძირითადი გეოლოგიური მასალა, რისგანაც აგებულია ატაკორის მთები, არის ფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი. რბილი, გრილი და ნოტიო მთიანი კლიმატი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ექსტენსიური მიწადმოქმედებისთვის. მთის მოსახლეობის რაოდენობა არ არის მრავალრიცხოვანი და მათ მოყავთ სიმინდი, ფეტვი, არაქისი, იამსი და ბამბა.