ასხის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასხის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ჩუღურეთის აგარაკის ქუჩა, ასხინის ქუჩა, პოლინა ოსიპენკოს ქუჩა, ჩუღურეთის ქუჩა

ასხის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ლებარდის ქუჩიდან ცაიშის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე ერქვა ჩუღურეთის აგარაკის, შემდეგ – ასხინის ქუჩა, რაც ასხის რუსიფიცირებული ფორმაა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ასხის ქუჩა. 1939 წელს დაერქვა პოლინა ოსიპენკოს სახელი, 1990 წელს ეწოდა ჩუღურეთის ქუჩა, შემდეგ დაუბრუნდა ძველი სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]