შინაარსზე გადასვლა

ასციტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასციტი
დარგი გასტროენტეროლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 943
ICD-10 R18
ICD-9 789.5
eMedicine ped/2927 med/173
Patient UK ასციტი
MeSH D001201

ასციტი (ძვ. ბერძნ. ἀσκίτης < ἀσκός [ascos] — „თულუხი“), მუცლის წყალმანკი — სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. ვითარდება გულის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებათა, ტუბერკულოზური პერიტონიტის, ნაწლავთა გაუვალობის, შიმშილით გამოწვეული შეშუპების, კარის ან ღვიძლის ვენებზე სიმსივნის დაწოლის, თრომბოზის და სხვათა შედეგად. სითხის დიდი რაოდენობით დაგროვების (ზოგჯერ 25 ლ აღწევს) დროს მუცელი გადიდებული და შებერილია, მუცლის კანი დაჭიმულია, პრიალებს, კარგად მოჩანს გაგანიერებული ვენები.

მკურნალობენ ასციტის გამომწვევ ძირითად დაავადებას. ავადმყოფს ენიშნება შარდმდენი საშუალებანი. უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სითხის გამოშვებასაც (სპეციალური ხელსაწყოთი, ტროაკარით, ჩხვლეტენ მუცლის კედელს და უშვებენ სითხეს).