ასურეთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასურეთის სამაროვანი — ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. V - ძვ. წ. IV სს.) სამაროვანი სოფ. ასურეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთით 4 კმ-ზე, ე. წ. "სამაჩვეთში". 1966 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმაძღვანელი კ. კვიჟინაძე) გათხარა ადრინდელი ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი მოკლე ქვაყუთები (საშუალო ზომა 0,6 × 1,0 მ). ქვაყუთებში ცასვენებული მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი, თავით დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ნაწარმი (დოქები, ხელადები, ფიალები და ა. შ.), ბრინჯაოს (სამკაული, ფიალები და ა. შ.), რკინის (შრომისა და საბრძოლო იარაღი, სამკაული და ა.შ.) და ვერცხლის (სასაფეთქლე რგოლები, საყურეები, ბეჭდები) ნივთები. სამარხების თავზე მრავლად აღმოჩნდა მსხვილი რქოსანი საქონლის თავ-ფეხის ძვლები - არაპის ნამუსრევი.

აღმოჩენილი მასალა ბეშთაშენის, გომართის, აბელიის, კიკეთის, ითხვისის, ბრილის, კუშჩის, თეთრი წყაროს ამავე ხანის არქეოლოგიური მასალის ანალოგიურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]