ასტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასტოვი
მშობ. სახელი: ინგლ. Astove Island
ფრანგ. Île Astove
Astove Island.JPG
ასტოვის კუნძულის ხედი ჰაერიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 10°05′12″ ს. გ. 47°44′27″ ა. გ. / 10.08667° ს. გ. 47.74083° ა. გ. / -10.08667; 47.74083
ფართობი 4,96 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)

ასტოვი (ინგლ. Astove Island, ფრანგ. Île Astove) — მარჯნის კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის გარე კუნძულების ალდაბრის კუნძულების ჯგუფში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს 38 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ატოლ კოსმოლედოდან. კუნძულს აქვს დაახლოებით 6 კმ სიგრძე და 4 კმ სიგანე. ფართობი — 4,96 კმ². ლაგუნის ფართობი — 9,5 კმ². კუნძული იმითაა საინტერესო, რომ ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ატოლებიდანაა რომელშიც არსებობს მხოლოდ ერთი პატარა არხი, რომელიც აერთებს ლაგუნას ღია ზღვასთან. ეს ასევე ბუნების ერთ-ერთი ხელუხლებელი ადგილია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც სეიშელის კუნძულები მრავალი წლის განმავლობაში მეკობრეთა თავშესაფარი იყო, კუნძულებზე ადგილობრივი მოსახლეობის, უცხოელების და სეიშელის მთავრობის მიერ დღევანდლამდე გრძელდება მათ მიერ მიწაში ჩაფლული დიდი რაოდენობით ქურდობით მოპოვებული ძვირფასეულობების ძებნა. მაგრამ ისეთი ძვირფასი ნაპოვნი ნივთები, რომლებიც ყველასათვის ცნობილი გახდებოდა, საკმაოდ იშვიათია. ერთადერთი ოფიციალურად დაფიქსირებული ნაპოვნი საგანძური გახდა 1911 წელს კუნძულზე აღმოჩენილი 107 ვერცხლის მონეტა, რამდენიმე ჩანგალი და კოვზი და ბოცმანის საყვირი. 1972 წელს კუნძულზე იპოვეს 1760 წელს ჩაძირული პორტუგალიური გემის ღუზა. ეს რაიონი მთლიანად გადათხარეს და კიდევ აღმოაჩინეს რამდენიმე ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]