ასტიაგე
იერსახე
ასტიაგე (Astyagēs, ბაბილონური Ištuwegu) — მიდიის უკანასკნელი მეფე ძვ. წ. 585/ძვ. წ. 584 - ძვ. წ. 550/ძვ. წ. 549. ასტიაგე ცდილობდა განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება და შეეჩერებინა მიდიის სამეფოს დაშლა. ძვ. წ. 553 მიდიასა და ბაბილონეთს შორის დაწყებული დავით ისარგებლა ასტიაგეს ქვეშევრდომმა სპარსეთის მეფე კიროს II-მ, აუჯანყდა ასტიაგეს. ძვ. წ. 550 წელს აიღო მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და ტყვედ ჩაიგდო ასტიაგე. მიდიის სამეფომ დაკარგა დამოუკიდებლობა და აქემენიდთა სპარსეთის გამგებლობაში მოექცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Livius Site's Astyages' page დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.