ასტახოვის ჯვართამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტახოვის ჯვართამაღლების ეკლესია
ასტახოვის ჯვართამაღლების ეკლესია — რუსეთი
ასტახოვის ჯვართამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ასტახოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1913-1914

ასტახოვის ჯვართამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Воздвижения Креста Господня) — მართლმადიდებლური ეკლესია კამენის რაიონის სოფელ ასტახოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1914 წელს.

ეკლესიის მისამართი: 347852, რუსეთი, როსტოვის ოლქი, კამენის რაიონი, სოფელი ასტახოვი, საბჭოს ქუჩა № 36.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესია 2013 წელს
შესასვლელი და სამრეკლო 2014 წელს

1792 წელს, როდესაც სტანიცა კამენსკოეში (ამჟამად კამენსკ-შახტინსკი) ააგეს და აკურთხეს ქვის კამენსკაიის ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია, ძველი ეკლესია, რომელიც აგებული იყო 1748 წელს[1], იყიდა კაზაკების პოლკოვნიკმა ივან სკასირსკიმ და გააგზავნა სლობოდა სკასირსკიაში, სადაც 1795 წელს ხელახლა ააგეს და აკურთხეს უკვე ჯვართამაღლების სახელზე[2]. 1906 წელს სლობოდაში დაიწყო ახალი აგურის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ააგეს 1912 წელს. ძველი ხის ეკლესია დაშალეს და გადაეცა ხუტორ ასტახოვის მრევლს, სადაც დაიწყეს აგება 1913 წლის მშენებლობის განყოფილების გადაწყვეტილების საფუძველზე. აქაც ეკლესიამ მიიღო ჯვართამაღლების სახელწოდება[1]. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1914 წელს და მალევე აკურთხეს კიდეც.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარი აგებული და რევოლუციებს, სამოქალაქო ომებსა და მსოფლიო ომს გადარჩენილი ეკლესია მოქმედია დღემდე. 1994 წლის 14 მარტის № 69 გადაწყვეტილებით ასტახოვის ეკლესია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლს[3].

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი იოანე ელატონცევი, რომელიც დაჯილდოებულია შახტნის ეპარქიის ორდენით „შახტინის ეპარქიის წინაშე დამსახურებისათვის“.

ეკლესია ერთგუმბათიანი და ერთსაკურთხევლიანია. კანკელი სამიარუსიანია[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Евгения Чеботарёва. Астаховская церковь родом из Каменской. Газета «ПИК», № 9 (1169), 1 марта 2017 года.
  2. Слободы Скасырской Крестовоздвиженская церковь
  3. Храм Воздвижения Креста
  4. Крестовоздвиженский храм хутора Астахов