ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა
ლოგო
მონაცემები
რეგიონი აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი

ასტარა-რეშთ-ყაზვინის რკინიგზა — მშენებარე სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზას. პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის და ინდოეთის სატრანსპორტო და საინფორმაციო მაგისტრალების ინტეგრირება[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინიგზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება სამმა მხარემ 2005 წელს მოაწერა[2]. ის ითვალისწინებს სარკინიგზო სეგმენტების მშენებლობას ირანში დაახლოებით 350 კილომეტრის სიგრძით და აზერბაიჯანში ასტარასა და აზერბაიჯან-ირანის საზღვარს შორის 8,5 კილომეტრის სიგრძით. პროექტი ასევე ითვალისწინებს აზერბაიჯანში არსებული რკინიგზის რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს[3]. რკინიგზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო.

ასტარა-რეშთ-ყაზვინის სარკინიგზო პროექტი ითვალისწინებს ირანის ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანულ ასტარას ირანულ ქალაქებთან ასტარასთან, რეშთთან და ყაზვინთან[4].

2009 წელს ირანულმა მხარემ დაიწყო რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა რეშთსა და ყაზვინს შორის[5]. რკინიგზის მასშტაბით აშენდა 22 გვირაბი და 15 ხიდი, რომელთა საერთო სიგრძე, შესაბამისად, 25 და 8 კილომეტრია.

2018 წლის 22 ნოემბერს ყაზვინ-რეშთის რკინიგზაზე პირველი საცდელი მატარებელი ამოქმედდა. ამ 164 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის მთავარი ცერემონია 2019 წლის 6 მარტს შედგა.

ასტარა - რეშთის მონაკვეთის სიგრძეა 165 კმ[6]. პირველმსა საცდელმა სატვირთო მატარებელმა რუსეთიდან ირანულ ასტარაში 2018 წლის 8 თებერვალს მიაღწია[7].

2018 წლის მარტის ბოლოს ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარა (ირანი) მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, რკინიგზის ირანის მონაკვეთი, ასტარას სადგურთან და ახლად აშენებულ სატვირთო ტერმინალთან ერთად, იჯარით გადაეცა აზერბაიჯანს 25 წლიანი ვადით[8][9]. 11 თვის განმავლობაში ამ რკინიგზით 270 ათას ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა[10].

აზერბაიჯანმა ირანს 500 მილიონი დოლარის შეღავათიანი სესხი გამოუყო ასტარა-რეშთის მონაკვეთის მშენებლობისთვის[11]. ფილიალის მშენებლობის დასასრულებლად რუსეთი 2030 წლისთვის 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს[3].

2023 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება რეშთ-ასტარას რკინიგზის მშენებლობაზე. მონაკვეთის მშენებლობა 3 წელიწადში იგეგმება[12].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Железная дорога Решт — Астара изменит политику России
  2. Сотрудничество Ирана и России в строительстве маршрута Решт – Астара
  3. 3.0 3.1 Россия собралась дать Ирану денег на строительство железной дороги
  4. КАЗВИН-РЕШТ-АСТАРА ИЛИ ИРАН-АРМЕНИЯ?
  5. Представитель минтранса ИРИ рассказал о преимуществах проекта «Север-Юг» для Азербайджана и Ирана
  6. Строительство ж/д Решт-Астара активизирует транспортный коридор "Север-Юг" - Рустам Гасеми
  7. Тестовый поезд пущен из Азербайджана в Иран по железной дороге
  8. Азербайджан инвестирует $60 млн в железнодорожную станцию в Иране
  9. Азербайджан увеличит пропускную способность грузового терминала в Астаре
  10. Джавид Гурбанов: Экономические связи между Азербайджаном и Ираном еще больше укрепятся
  11. Qazvin- Rasth railway opens today
  12. Иран и Россия достигли соглашения по железной дороге Рашт-Астара