ასტანა არენა
|
ხედი სამხრეთ ტრიბუნიდან | |
| მდებარეობა | ასტანა, ყაზახეთი |
|---|---|
| გაიხსნა | 3 ივლისი, 2009 |
| მესაკუთრე | ქ. ნურ-სულთანი |
| საფარი | ბალახი |
| კონსტრუქციის ღირებულება | 185 მილიონი დოლარი |
| ტევადობა | 30 244 |
| გუნდები | |
| ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები | |
ასტანა არენა — საფეხბურთო სტადიონი ასტანაში, ყაზახეთში. სტადიონი იტევს 30 244 მაყურებელს. ასტანა არენაზე საშინაო მატჩებს მართავენ „ასტანა“, „ბაიტერეკი“ და ყაზახეთის ეროვნული ნაკრები. მშენებლობა 2006-2009 წლებში მიმდინარეობდა და 185 მილიონი დოლარი დაჯდა. სტადიონი გადახურულია. 2011 წლის 31 იანვარს ასტანა არენამ უმასპინძლა აზიის ზამთრის თამაშების გახსნას. ასევე იყო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი.
სტადიონი გაიხსნა 2009 წლის 3 ივლისს, როდესაც ერთმანეთს ყაზახეთის 21-წლამდელთა ნაკრები და ასტანის „ლოკომოტივი“ შეხვდნენ. მატჩს ცნობილი იტალიელი მსაჯი, პიერლუიჯი კოლინა სჯიდა. მატჩი სიმბოლურად გახსნა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ასევე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახა კალაძემ, ანდრეი შევჩენკომ (ყაზახეთის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში), ჰასან შაშმა და ჰაკან შუკურმა (ასტანის ლოკომოტივის შემადგენლობაში).