ასპარეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპარეზი (სპარს. ასბრიზ — ცხენის სარბიელი), მოქმედების არე. ბრძოლის, სპორტული თუ საერთოდ ყოველგვარი შეჯიბრის ადგილი.

ასპარეზი ერქვა მოედანს ფეოდალური თბილისის გარეუბანში, ახლანდელი დღევანდელი გ. ლეონიძის ბაღისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე. ასპარეზი XVIII საუკუნეში ქალაქის ჩრდილოეთი საზღვარი იყო. მოედნის ფართობი დაახლოებით 135,6 ათას მ2-ს შეადგენდა. აქ იმართებოდა სპორტული თამაშობანი, შეჯიბრებები (ჯირითი, ყაბახი, ბურთაობა) და სამხედრო ვარჯიში. მოგვიანებით ასპარეზს „ყაბახსაც“ უწოდებდნენ. 1820 წლიდან მოედნის ერთ ნაწილში დაიწყო მშენებლობა. დარჩენილ ნაწილს ალექსანდრეს მოედანი უწოდეს, აქ შემდეგ მეფისნაცვლის ა. ბარიატინსკის ბრძანებით ბაღი გაშენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 639.
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
  • ბერიძე ვ., მე-18 საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, «ანალები», 1947, ტ. 1;
  • Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866;