ასმიკ პაპიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასმიკ პაპიანი
Hasmik Papian 07.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1961 (1961-09-02) (58 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
ეროვნება სომხები
ჯილდოები Q4313315?
საიტი www.Hasmik-Papian.com

ასმიკ პაპიანი (სომხ. Հասմիկ Պապյան; დ. 2 სექტემბერი, 1961, ერევანი, სომხეთი) — სომეხი სოპრანო. 2004 წელს მიენიჭა სომხეთის სახალხო არტისტის ჯილდო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამსიკ პაპიანი დაიბადა 1961 წლის 2 სექტემბერს ერევანში, სომხეთში. პირველად მუსიკისადმი ინტერესი გამოავლინა 5 წლის ასაკში, ვიოლინოზე დაკვრის დროს. პირველად ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია მევიოლინეს სტატუსით დაამთავრა, ხოლო შემდგომ იგივე კონსერვატორია მომღერლის სტატუსით დახურა. მისი მოგობრები ამხნევებდნენ პაპიანს, რომ საკუთარი ხმა გამოეკვლია, ხოლო ტეტევიკ საზანდრიანმა, კონსერვატორიის ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელმა, რამდენიმე ჩანაწერის მოსმენის შემდეგ უთხრა, რომ მას უნდა ემღერა.[1]

სომხეთის ეროვნულ ოპერაში დებიუტის შემდეგ, იგი სოლისტად მიიწვიეს „ოპერა ბონსა“ და „რეინის გერმანიის ოპერაში“, დიუსელდორფში, გერმანიაში. მალევე, მან დაიწყო საერთაშორისო კარიერა და ამ პერიოდიდან გამოჩნდა მრავალ თეატრში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საოპერო სცენებსა და საკონცერტო სახლებში; ასეთი დაწესებულებებია: მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი და კარნეგი-ჰოლი ნიუ-იორკში, სან ფრანცისკოს ოპერა, ვაშინგტონის ეროვნული ოპერა და ლა სკალა მილანში, ბასტილიის ოპერის თეატრი პარიზში, del liceu-ს გრანდ თეატრი ბარსელონაში, თეატრი რეალ მადრიდში, ლონდონის ვიგმმორ ჰოლი, ვენის სახელმწიფო ოპერა და მუსიკვერეინი ვენაში, კონსერტგებოუვი და გერმანიის ეროვნული თეატრი ამსტერდამში, ზურიჩის ოპერა და მარიინსკის თეატრი სანქტ-პეტერბურგში, ასევე მიუნხენის, შტუტგარტის, ჰამბურგის, დრეზდენისა და ბერლინის სახელმწიფო ოპერები.[2]

ახლანდელი მდგომარეობით, ასმიკ პაპიანი ცხოვრობს ვენაში, ავსტრიაში, ქმართან, კონრად კუნთან ერთად. კორნარდი არის დრამატურგი, რომელიც მუშაობს ევროპის სხვადასხვა თეატრში. მათი ქალიშვილი, სირანოუში დაიბადა 2001 წელს.[3][1][4]

მხატვრული გამოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპიანი გამოჩნდა შემდეგ ქვეყნებში: ისრაელში, ლიბანში (ბაალბეკის საერთაშორისო ფესტივალი), იაპონიაში, ლათინურ ამერიკაში (მექსიკა, ბრაზილია, ჩილე), ასევე კანადაში (ტორონტო, მონრეალი) და შეერთებულ შტატებში, სადაც მას რეგურალურად ეპატიჟებიან. მან შესანიშნავი შესრულებები აჩვენა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: რიკარდო მუტი, ვალერი გერგიევი, ჯორჯ პრეტრე, მაიკლ პლასონი, მარსელო ვიოტი, მაურიციო არენა, მიუნგ-ვჰუმ ჩუნგი, გენადი როზდენსვენსკი, პლასიდო დომინგო, ლეონარდ სლატკინი, ჯეიმზ მორისი და ჯეიმზ კონლონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Avanesian, Tenny. “Soprano Hasmik Papian reigns supreme“, 10 May 2008. წაკითხვის თარიღი: 10 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 December 2010. 
  2. Papian biography Archived 2014-04-29 საიტზე Wayback Machine.
  3. Joy, Negar. “Diva with a Heart Supports Women in Armenia“, Armenian American Cultural Association, 2003. წაკითხვის თარიღი: 10 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 April 2014. 
  4. 2011 Armenian Night at the Pops Features Soprano Hasmik Papian, World Premier by John Sarkissian. The Armenian Mirror-Spectator (16 June 2011). წაკითხვის თარიღი: 10 September 2013.