ასლი ერდოღანი
ასლი ერდოღანი | |
---|---|
თურქ. Aslı Erdoğan | |
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1967[1] [2] [3] (57 წლის) |
დაბადების ადგილი | სტამბოლი |
საქმიანობა | მწერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ფიზიკოსი და მესვეტე |
ენა | თურქული ენა |
მოქალაქეობა | თურქეთი[4] |
ალმა-მატერი | ბოსფორის უნივერსიტეტი და სტამბოლის რობერტის კოლეჯი |
Magnum opus | Kirmizi Pelerinli Kent |
ჯილდოები | კურტ ტუხოლსკის პრემია[5] , ბრუნო კრაისკის პრემია[6] , ერიხ მარია რემარკის პრემია[7] , სიმონ დე ბოვუარის პრემია, Theodor Heuss Medal[8] , honorary doctor of the University of Picardie Jules Verne[9] და Preis für die Freiheit und Zukunft der Medien[10] |
საიტი | aslierdogan.net |
ასლი ერდოღანი (თურქ. Aslı Erdoğan; დ. 8 მარტი 1967, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მწერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი, გაზეთ „Özgür Gündem“-ის მიმომხილველი და გაზეთ „Radikal“-ის ყოფილი მიმომხილველი. მისი მეორე რომანი გამოიცა ინგლისურად.[11][12]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სტამბოლში, 1983 წელს დაამთავრა სტამბოლის რობერტის კოლეჯი და 1988 წელს ბოსფორის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი. 1991-1993 წლებში მუშაობდა CERN-ში, როგორც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკოსი, ხოლო მისი კვლევის შედეგად, ბოსფორის უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკოსის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ დაიწყო კვლევის ჩატარება რიო-დე-ჟანეიროში, ფიზიკის დოქტორის ხარისხის მისაღებად, ხოლო შემდეგ, 1996 წელს დაბრუნდა თურქეთში, რომ გახდეს სრულყოფილი მწერალი.[13]
მწერალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი პირველი მოთხრობა „საბოლოო გამოსამშვიდებელი ნოტა“, 1990 წელს „იუნუს ნადის“ კონკუსში მესამე ადგილი მოიპოვა. მისი პირველი რომანი, „Kabuk Adam“ (ქერქის კაცი) 1994 წელს გამოიცა, რასაც 1996 წელს „Mucizevi Mandarin“ (სასწაულებრივი მანდარინი) მოყვა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული მოკლე მოთხრობების სერიაა. მისმა მოკლე მოთხრობამ „ხის ჩიტები“, 1997 წელს Deutsche Welle-ის პრიზი მიიღო, ხოლო მისი მეორე რომანი, „Kırmızı Pelerinli Kent“ (წითელ მოსასხამიანი ქალაქი), მიიღო უამრავი პრიზი საზღვარგარეთ და გამოიცა ინგლისურ ენაზეც.[13]
1998-2000 წლებში, ერდოღანი PEN International-ზე „ციხეში მყოფი მწერლების“ კომიტეტში, თურქეთის წარმომადგენელი იყო. ასევე დაწერა სტატია სათაურით „სხვები“, რომელიც თურქულ გაზეთ „რადიკალში“ დაიბეჭდა, მოგვიანებით ამ სტატიების შეკრებით, გამოსცა წიგნი სახელად „Bir Yolculuk Ne Zaman Biter“ (ერთი მოგზაურობა როდის დასრულდება) და 2004 წელს გამოიცა M.E.E.T-ის ჟურნალში.[14]
იგი ბევრს მოგზაურობს და დაინტერესებულია ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის ანთროპოლოგიით და კულტურით.
2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის მაისამდე, „Literaturhaus Zürich“-ისა და PWG Foundation-ის მოწვევით, ერდოღანი ციურიხის „მწერალთა რეზიდენციაში“ იყო.
2016 წელს იყო მწერალი რეზიდენტი ICORN-ისთვის კრაკოვში. მას შემდეგ, რაც თურქეთში დაბრუნდა, მან განაგრძო პრო-ქურთული გაზეთისთვის „Özgür Gündem“-ისთვის წერა.[15]
დაკავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 16 აგვისტოს, ასლი ერდოღანი „Özgür Gündem“-ში საპოლიციო რეიდის დროს დააპატიმრეს. 2016 წლის 17 აგვისტოს, მას გაზეთის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთის ბრალი წაუყენეს.[16][17] 20 აგვისტოს, დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში ჩასვეს.[18] „Özgür Gündem“-მა სწრაფად შეცვალა სახელი და გახდა „Özgürlükçü Demokrasi“ („თავისუფალი დემოკრატია“), რომელშიც გამოდიოდა ყოველდღიური სვეტი სახელად „ასლის მეგობრები“.[19]
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kabuk Adam 1994 (ქერქის კაცი)
- Mucizevi Mandarin 1996 (სასწაულებრივი მანდარინი)
- Kırmızı Pelerinli Kent 1998 (წითელ მოსასხამიანი ქალაქი)
- Hayatın Sessizliğinde 2005 (ცხოვრების სიჩუმეში)
- Bir Yolculuk Ne Zaman Biter 2000 (ერთი მოგზაურობა როდის დასრულდება)
- Bir Delinin Güncesi 2006 (Denemeler - I) (გიჟის დღიური)
- Bir Kez Daha 2006 (Denemeler - II) (კიდევ ერთხელ)
- Taş Bina ve Diğerleri 2009 (ქვის სახლი და სხვა)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2017-05-05 საიტზე Wayback Machine.
- We Left a Deep Invisible Mark Behind Us by Aslı Erdoğan at Eurozine [1] დაარქივებული 2016-12-18 საიტზე Wayback Machine. and icorn.org [2] დაარქივებული 2008-11-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #132394561 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ Tucholskypriset — Swedish PEN Club.
- ↑ https://www.nzz.ch/international/bruno-kreisky-preis-tuerkische-autorin-asli-erdogan-ausgezeichnet-ld.138989
- ↑ Aslı Erdogan erhält den Erich-Maria-Remarque-Friedenspreis 2017
- ↑ https://www.theodor-heuss-stiftung.de/das-archiv/
- ↑ http://alexandraoury.com/2019/12/stephen-murray-docteur-honoris-causa-de-l-universite-de-picardie-jules-verne.html
- ↑ https://www.deutschlandfunkkultur.de/leipziger-preis-fuer-pressefreiheit-an-yuecel-und-erdogan.265.de.html?drn:news_id=765402
- ↑ The City in Crimson Cloak. Soft Skull Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2009. ციტირების თარიღი: 2009-10-24.
- ↑ Aslı Erdoğan. Bogazici University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-13. ციტირების თარიღი: 2009-10-24.
- ↑ 13.0 13.1 Aslı Erdoğan. Unionsverlag. ციტირების თარიღი: 2009-10-24.
- ↑ Aslı Erdoğan. International PEN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-29. ციტირების თარიღი: 2009-10-24.
- ↑ Asli Erdogan detained in Turkey. ICORN (2016-08-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-01. ციტირების თარიღი: 2016-08-21.
- ↑ „Özgür Gündem Yazarı Aslı Erdoğan gözaltında“. Evrensel (Turkish). 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-08-21.
- ↑ Aslı Erdoğan. WritersNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2009-10-24.
- ↑ „Turkey arrests novelist Aslı Erdoğan over ‘terror’ charges“. Hürriyet Daily News. 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-08-21.
- ↑ Turkey: renowned author and activist Aslı Erdoğan imprisoned. English PEN (22 August 2016). ციტირების თარიღი: 30 August 2016.