შინაარსზე გადასვლა

ასლაუგ არნა სიგურბორნსდოტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი დაკავშირებულია ისლანდიასთან. ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს არ აქვთ გვარები: სახელის ნაწილი, რომელიც სრულდება „-სონ“-სა თუ „-დოტირ“-ზე არის არა გვარი, არამედ მამის სახელი, რომლის გამოყენება ისლანდიაში მიღებული არ არის (იხ. ისლანდიური სახელი).
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის სწორი სახელი არის
ასლაუგ არნა.
ასლაუგ არნა სიგურბორნსდოტირი
ისლანდიის იუსტიციის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 სექტემბერი, 2019
პრემიერ-მინისტრი  კატრინ იაკობსდოუტირი
წინამორბედიტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირი

ალთინგის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – დღემდე

დაბადებული30 ნოემბერი, 1990 (1990-11-30) (33 წლის)
რეიკიავიკი, ისლანდია
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებლობის პარტია
განათლებაისლანდიის უნივერსიტეტი

ასლაუგ არნა სიგურბორნსდოტირი (ისლ. Áslaug Arna Sigurbjörnsdóttir; დ. 30 ნოემბერი, 1990, რეიკიავიკი, ისლანდია) — ისლანდიელი იურისტი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. იუსტიციის მინისტრი 2019 წლის 6 სექტემბრიდან,[1] ალთინგის წევრი 2016 წლიდან.[2][1] ადრე იყო დამოუკიდებლობის პარტიის მდივანი (2016-2019 წწ.)[2] და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2019 წწ.).[1]

დაიბადა 1990 წლის 30 ნოემბერს[1] რეიკიავიკში მასწავლებელ კრისტინ სტეინარსდოტირისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სიგურბორნ მაგნუსსონის ოჯახში. ჰყავს ძმა და და.

2015 წელს დაამთავრა ისლანდიის უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი.

2011-2013 წლებში ეკავა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის თანამდებობა.2016 წელს წამოაყენა კანდიდატურა პარტიის მდივნის თანამდებობაზე და აირჩიეს 91,9 %-ით.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა ალთინგის დეპუტატი[1][2] ჩრდილოეთ რეიკიავიკის საარჩევნო ოლქიდან და გახდა ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი ამ არჩევნებში. ხელახლა აირჩიეს 2017 წელს.[1] იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი 2017-2019 წლებში და ამავდროულად ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტთაშორისო კავშირში.[1]

2019 წლის 6 სექტემბერს დანიშნეს იუსტიციის მინისტრად კატრინ იაკობსდოუტირის კაბინეტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Áslaug Arna Sigurbjörnsdóttir. Alþingi. ციტირების თარიღი: 2021-02-27
  2. 2.0 2.1 2.2 Виноградов, Дмитрий. (2016-10-31) Голый конь и пираты-инвалиды: в Исландии вспоминают предвыборные скандалы. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2021-02-26