ასლან ხაბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასლან ხაბაზი (დ. 26 ნოემბერი, 1930, ქობულეთი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1955-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატორი. 1955-1957 წლებში ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1985 წლიდან არის კათედრის დოცენტი; 1961-1964 წწ. ასპირანტი, 1964-1985 წწ. კათედრის ასისტენტი; 1978-1980 წწ. სირიის არაბთა რესპუბლიკაში ექიმი ჰიგიენისტი; ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ პათოლოგიებს, ნაწლაური ინფექციების პრობლემებს; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: „ინფექციური სნეულებები ეპიდემიოლოგიის საფუძვლები“ (1978), „ინფექციური დაავადებები“ (1988); კლინიკური განყოფილების კურატორი; ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დიზენტერიის კლინიკისა და იმუნორეაქტიულობის საკითხისათვის“, დაიცვა 1964 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]