ასლანჰანეს მეჩეთი
| ასლანჰანეს მეჩეთი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა | ისლამი |
| ქვეყანა | თურქეთი |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული სტილი | სელჩუკთა არქიტექტურა |
| ასლანჰანეს მეჩეთი | |
ასლანჰანეს მეჩეთი (თურქ. Arslanhane Camisi) — XIII საუკუნის მეჩეთი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასლანჰანეს მეჩეთი მდებარეობს ანკარის ძველ კვარტალში, ანკარის ციხის გვერდით, 947 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც გადაჰყურებს თურქეთის დედაქალაქს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩეთი აშენდა 1290 წელს, რუმის სელჩუკთა სულთნის მასუდ II-ის დროს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი მეჩეთი თურქეთში. მისი არქიტექტორი იყო ებუბეკირ მეჰმედი.[1] იგი შეუკვეთეს აჰი საძმოს ორმა ლიდერმა, სახელად ჰუსამეთტინმა და ჰასანედდინმა. 1330 წელს იგი აღადგინა აჰის სხვა ლიდერმა, სახელად შერაფეტინმა, რომლის სახელიც მეჩეთს ეწოდა. კიდევ რამდენიმე მცირე რესტავრაციის გავლის შემდეგ, მეჩეთი აღადგინა მთავრობის ფონდების გენერალურმა დირექტორატმა 2010-2013 წლებში.[2]
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობას აქვს კვადრატული ფორმა და იკავებს 400 მ² ფართობს. ხის სახურავი ეყრდნობა 24 დიდი ხის სვეტს.[3] მეჩეთს აქვს ერთი მინარეთი, სამი კარიბჭე და 12 სარკმელი.[1] მიჰრაბი მორთულია სელჩუკური კრამიტით. მშენებლობაში გამოყენებული მასალა ძირითადად იყო ადრინდელი შენობების სპოლია. შერაფეტინის საფლავი მდებარეობს მეჩეთის წინ. მეჩეთის კედლებში გალავანში ლომის ქანდაკებაა ჩაშენებული, რის გამოც მას ხალხში ასლანჰანე უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „ლომის სახლი“.[4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მეჩეთის პორტალი
-
მეჩეთის ინტერიერი
-
მეჩეთის ინტერიერი
-
მეჩეთის ჭერი
-
მიჰრაბი
-
მიჰრაბის დეტალი
-
მეჩეთის ხედი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Aslanhane Ahi Şerafettin Camii, Tarihi Mekanlar ve Eserler. filozof.net. ციტირების თარიღი: 2022-05-26
- ↑ „Tarihi Aslanhane Camisi ibadete açıldı“ (PDF). Atatürk Kültür Merkezi. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2022-04-19. ციტირების თარიღი: 2022-05-26.
- ↑ Museums in Ankara. ankara.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2022-05-26
- ↑ Ankara Mosques in Turkey. Mymerhaba.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-17. ციტირების თარიღი: 2022-05-26
