ალექსანდრე ასლანიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასლანიკაშვილი, ალექსანდრე)
ალექსანდრე ასლანიკაშვილი
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1916(1916-03-17)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1981(1981-11-25) (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და კარტოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი

ალექსანდრე თედორეს ძე ასლანიკაშვილი (დ. 17 მარტი, 1916, თბილისი, საქართველო ― გ. 25 ნოემბერი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე 1973-1981 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1957-1981 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილება, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966-1975 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე.

ასლანიკაშვილის ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. თავისი შრომებით: „კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები“ და „მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები“ საფუძველი ჩაუყარა მეტაკარტოგრაფიულ კონცეფციას. ეს შრომები კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა. ასლანიკაშვილმა ლოგიკური აზროვნების ფორმები, როგორებიცაა: შედარება, აბსტრაჰირება, განზოგადება, ანალიზი, სინთეზი და მოდელირება კარტოგრაფიულ ასახვას დაუკავშირა და შესაბამისად, დეფინიცია მისცა: შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაჰირების, განზოგადებისა და მოდელირების კარტოგრაფიულ ფორმებს.

1999 წელს ცნობილმა იაპონელმა კარტოგრაფმა ტოსიტომო კანაკუბომ ქალაქ ტოკიოში გამოსცა ალექსანდრე ასლანიკაშვილის „მეტა-კარტოგრაფია“ იაპონურ ენაზე.

„საქართველოს სსრ ატლასის“ შექმნაში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]