ასლანდერეს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასლანდერეს ხიდი — ხიდი თურქეთში, სოფელ ასლანდერეში. ზღვის სანაპიროდან 6 კილომეტრში.

მდინარეზე გადებული ხიდები განკუთვნილი იყო ტაოსთან, კერძოდ კი იუსუფელთან დასაკავშირებლად. ხიდი ოთხცენტრიანი ნაგებობაა და ასახულობით მოგვაგონებს ტიუდორების თაღს. მისი სამხრეთ-დასავლეთის ქუსლები უზადოდ გათლილი კვადრებითაა ამოყვანილი და ერთი მეტრის სიმაღლის ბურჯს ეყრდნობა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთისა უშუალოდ კლდეს. ასევე უზადოა თაღის წყობაც და მისი კონტურის შემომსაზღვრელი სარტყელიც.

ხიდის თაღის ქუსლები ზღვის დონიდან 246 მეტრზე კლდოვან მასივზეა დაფუძნებული. ცხადია, რომ ხიდის სახეს და კონსტრუქციას განაპირობებს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული რადიუსი და ეს ორ სხვადასხვა დონეზე გამართულ სამშენებლო ბაქანსაც თხოულობს სხვადასხვა ქარგალის წარმოსაქმნელად. ეს დასტურდება კიდევაც თაღის ქუსლებზე.

სტატისტიკური მონაცემები: ხიდის ქუსლებს შორის მანძილია — 19,8 მეტრი, ხიდთა ქუსლებიდან სასიარულო დონემდე სიმაღლე — 7,8 მეტრი, ხიდის სიგანე, ბორდიურების ჩათვლით — 2,6 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 68-69 ISBN 978-9941-0-6458-6.